ერთგან უკვე დავწერე ამას წინათ – გამომცემლობები იმდენ სიახლეს გვთავაზობენ, გაფაციცებული თუ არ იყავი, რომელიმე აუცილებლად გამოგრჩება-მეთქი. ვებ-გვერდები ჩაათვალიერეთ, ფერად-ფერად კატალოგებს გადახედეთ და დამეთანხმეთ – ოდნავადაც არ გამიზვიადებია…
“მოლის ბიბლიოთეკაში” 62 ჩანაწერია და აქამდე, როგორც წესი, იმ წიგნებზე გიყვებოდით, თაროებზე და “ქინდლში” რომ მქონდა საიმედოდ შენახული. დღეს იმ ლიტერატურულ სასუსნავზე გიამბობთ, სულ მალე რომ გამოჩნდება მაღაზიებში და ყველაზე მეტად ველოდები.
თუ აქაურობას ხშირად სტუმრობთ, ეს და ეს პოსტებიც გემახსოვრებათ და არ გაგიკვირდებათ, რომ სტიგ ლარსონის “მილენიუმის საგასთან’ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ქართული თარგმანის ეშხით, ინგლისური და რუსული ვერსიებისთვის ხელი არ დამიკარებია და, იოლი წარმოსადგენია, როგორი მოუთმენლობით ვითვლი დღეებს. “გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია” უკვე იბეჭდებაო, კი დაგვაიმედეს, მაგრამ მე მაინც მეჩქარება და რა ვქნა…
სამაგიეროდ, “შიმშილის თამაშების” წაკითხვის მერე არ მეყო ნებისყოფა, ინტერნეტ-რესურსები მოვქექე და ტრილოგიის მომდევნო ნაწილებიც სასწრაფოდ ვიგდე ხელთ. თუმცა, ცინცხალი თარგმანი მაინც სხვაა, სხვა ეშხი აქვს და სიუზენ კოლინზის ანტიუტოპიის მიმართ ინტერესი ნამდვილად არ გამნელებია – მერე რა, რომ პირველი წაკითხვის სიამოვნება უკან მოვიტოვე…
აკას ყოველი ახალი წიგნი ჩემთვის რომ გემრიელზე გემრიელი ლუკმაა, არაერთხელ მითქვამს და კი გეცოდინებათ. ოღონდ, ახლა, მართლა უჩვეულო ნუგბარის მოლოდინში ვარ – “სულაკაური” გიო ახვლედიანის სპორტული სვეტების ერთად გამოქვეყნებას გეგმავს. “აკა მორჩილაძე სარბიელში” ათ ტომად არის ჩაფიქრებული. ჰოდა, ჯერ პირველ ნაწილზე მიკაწკაწებს კბილები და მერე ის მადარდებს, დანარჩენი ცხრის გამოსვლამდე რა გაძლებს…
“დიოგენეს ბიბლიოთეკას“, სადაც ხელი მიმიწვდება, ვაქებ და დამსახურებულადაც… სასტარტო შვიდ წიგნს ისეთი ავტორები მოაყოლეს, შენი მოწონებული. რაც მთავარია, პროექტი სულ ახლად ფეხადგმულია და რედაქტორები არა ერთ სიურპრიზს გვპირდებიან. მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”, თავის დროზე, რუსულად წავიკითხე, ფილიპ კაუფმანის გახმაურებული ფილმიც მომეწონა და დეკემბერში, უკვე გადმოქართულებულიც გვექნება.
თხუთმეტიოდე წლის წინ, ერთ მდარე, მაგრამ ამბიციურ სამამულო გაზეთში ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი” გალანძღეს – უხამსობა და სისაძაგლეაო. ყოვლად სულელურ, ფსევდომორალისტურ პასკვილს ლოგიკური შედეგი მოჰყვა – მეორე დღესვე მეგობრის ბიბლიოთეკიდან რუსული “ტროპიკი” ვინათხოვრე. ჰოდა, სულ მალე, ქართულადაც დაიბეჭდება და თაროზე უკვე ადგილიც მაქვს შეგულებული.
მიზეზთა გამო, “პალიტრა L”-ის ცნობილი ორმოცდაათწიგნიანი სერიის მკითხველი არ გახლავართ, მაგრამ რამდენიმე ტომი ჩემს ბიბლიოთეკაში მაინც მოხვდა – ზოგი ახალი თარგმანის, ზოგიც ბავშვობის მოგონებების ხათრით. ამას წინათ ყური მოვკარი, ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობები და რეი ბრედბერის “451 გრადუსი ფარენჰეიტით” გამოიცემაო… ცხადია, გვერდს ვერც ერთს ავუვლი და ვერც მეორეს, თუმცა, “ფარენჰეიტს” მაინც “მარსის ქრონიკები” მერჩივნა.
აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ამ წიგნებს გამოსვლისთანავე დავეპატრონები, დავაგემოვნებ და, თუ მშვიდობა იქნა, საგანგებო პოსტებსაც არ დაგზარდებით. ეს მერე… ახლა კი თქვენც გაგვიმხილეთ, რომელი სიახლე გხიბლავთ ყველაზე მეტად.
P.S. პოსტი დაწერილი მქონდა, ნეტში ხეტიალისას ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნის გარეკანს რომ გადავაწყდი. სიმართლე გითხრათ, ჯერ არც ვიცი, რაზეა “ნორმა”, სულ ცინცხალი ამბავია, არც ანოტაცია წამიკითხავს, მაგრამ ჩემთვის უკვე საინტერესოა და დარწმუნებული ვარ, არც შევცდები.
ეჰ, ბედნიერო :)))
LikeLike
ვაიმე :( მილენიუმის საგის მესამე ნაწილი სულ მიმავიწყდა ;( სამაგიეროდ “შიმშილის თამაშებზე” ვაკრაჭუნებ კბილებს (თუმცა ისეთი სპოილერები წავიკითხე, რომ ლამის ინფარქტმა დამარტყა)
აი, ტროპიკმა კი სერიოზულად დამაინტერესა . . . ლოდინში გიერთდები, მოლი :)
LikeLike
რა დროს შენი ტროპიკია, გოგო :)))
LikeLike
ჰმ, ნილ არმსტრონგის მერე ეჭვი მეპარება რამე გაუგებარი ამოვიკითხო მანდ . . . :დ
LikeLike
დეკამერონი
LikeLike
აჰა, ისევ :(
LikeLike
ღმერთია მოწმე, მოლის გამოვეხმაურე :)
რა დროს ისააო და მაშინ ეს-თქო.
ვაჰმ.
LikeLike
მილერს ველოდები განსაკუთრებით (მით უფრო, “ისეთი” შეფასებების გამო) :) …და “შიმშილის თამაშებსაც” – ჯერჯერობით პირველ ნაწილსაც არ ვეკარები და თუ გავძელი დანარჩენების გამოსვლამდე… :) … აკასაც წავიკითხავდი – ფეხბურთი და აკა უკვე სასიამოვნოდ გატარებულ დროს ნიშნავს :)
LikeLike
მილენიუმს მეც ველოდები. :)
შიმშილის თამაშები,მეც წაკითხული მაქვს უკვე.
და ბრედბერზე გეთანხმები,მოლი,მაგრამ ფარენჰეიტით არ მაქვს წაკითხული და კარგია თუ გამოვა. : ))
LikeLike
“შიმშილის თამაშები”! როგორც შენ ლარსონის წიგნებს არ მოკიდე ხელი სხვა ენაზე, ასევე მე – შეიმშილის თამაშებს.
ჰო, ბორხესის მოთხრობებისაც ველოდები და ფარენგეიტი ახალ გამოცემაშიც კარგი იქნება (მარსის ქრონიკები მეც უფრო მომეწონა).
LikeLike
ყველას ველი მეც :) და კიდევ 50 წიგნში ვირჯინია ვულფსაც დაბეჭდავენო, როგორც გავიგე :)
LikeLike
ლიზბეთის ისტორიიის ფინალს და შიმშილის თამაშების მეორე ნაწილს, კიდევ კერუაკის გზაზე ვერ ვიყიდე ეგეც სიაშია, ასევე ტიპი მეზობელი საფლავიდან, კირჩხიბის ტროპიკი-ძალიან მაინტერესებს და თუ გამახსენდა რამე მოვალ კიდევ და დავწერ: უი ხო უმანკოების მუზეუმი მაინტერესებს ძალიან და შიმშილი და წითელი. ახალ წლამდე ვაჩუქებ ამ ყველაფერს საკუთარ თავს.
LikeLike
აკა ორჩილაძის გაგება ძალიან გამიხარდა, ყველაზე მეტად მაგას ველი :)
LikeLike
რამდენი ხანია ვამბობ სტიგ ლარსონის ბესტსელერს უნდა გავეცნო მეთქი, მაგრამ ვერც ამ წიგნამდე მივაღწიე :) როგორც ვხედავ სამივე ნაწილის ერთდროულად წაკითხვა მომიწევს, თან ჩემი ამბავი რომ ვიცი ამოსუნთქვასაც ვერ შევძლებ თუ ჩავუჯექი :)
კარგია მოლი მოდუნების საშუალებას რომ არ გვაძლევ, ადრეც ვთქვი ეს ბლოგი რომ არ იყოს სიახლეების ბაიბურში არ ვიქნებოდი მეთქი :)
LikeLike
კარგია :) სიახლეებზე ორიენტირებული სტრატეგია აშკარად ამართლებს და მიხარია.
LikeLike
“კირჩხიბის ტროპიკს ” ველოდები ყველაზე მეტად და, მიუხედავად იმისა, რომ ჟანრის მოყვარული არ ვარ, “ფარენჰეიტიც” უნდა წავიკითხო, მოლიმ გადამაწყვეტინა :)
LikeLike
რაკი ფანტასტიკისკენ შემოგაბრუნე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტყუილად არ მიცხოვრია ამქვეყნად :ცრემლი:
LikeLike
მარსის ქრონიკები თუ არ ჯობდეს, მე ვიყო სააღდგომო ბატი.
LikeLike
ქრონიკები, როგორც ვიცი, წაკითხული აქვს მერის და ძალიან მოეწონა :)
LikeLike
ოკ. მაშინ გასაგებლარია :)
ის ნუარიც წაიკითხოს ბარემ.
LikeLike
ქრონიკები მართლა კარგია, ეგეც მოლის დაჟინებული რეკომენდაციის შემდეგ წავიკითხე.
LikeLike
პოტერიანას ველოდებოდი, მარა თავიდან უფრო. სადღაც მესამე ტომიდან უკვე ისე აღარ ველოდებოდი და ბოლო წიგნი საერთოდ გამოსვლის შემდეგ რამდენიმე წლის მერე წავიკითხე :)
აი, სამ მუშკეტერს დაველოდებოდი, იმ პერიოდში რომ მეცხოვრა. და ჰოლმსიანასაც.
ფილმებს მართლა ველოდები.
ძაან მაგრად ველოდებოდი TLOTR-ს და გაამართლა მოლოდინი.
აი, ახლა ველოდები ჰობითს.
და ჯერ ადრეა, მაგრამ როცა დაიწყებენ “ვარსკვლავური ომების” ახალი ნაწილის გადაღებას, იმას დაველოდები მაგრად… მარა ვეიდერი არ იქნება სავარაუდოდ და ეგ ცოტა ტეხამს.
LikeLike
უდარტვეიდერო “ვარსკვლავური ომები”? ასეთი ფილმების სიქველებს ისედაც ეჭვის თვალით ვუყურებ და ახლა კიდევ მთავარი გმირის გარეშე…
LikeLike
ეგ ჩემი ვარაუდია მხოლოდ, შეიძლება რამენაირად ჩააკვეხონ კიდეც. :)
უბრალოდ, თუ ამბავი გააგრძელეს სადაც დამთავრდა იქედან, ვეიდერი არ უნდა იყოს. აი, დართ სიდიუსი კი დაბრუნდება ისევ.
ეს სხვა შემთხვევაა – აქ ამბავი გრძელდება, უბრალოდ ფილმი აღარაა მეტი. ტექსტები არსებობს და რამის გამოგონება არ დასჭირდებათ, უნდა გაასცენარონ და გადაიღონ.
LikeLike
აქრ დაუნგრევია, არა! ქართული შესატყვისი ვერ იპოვნეს და იოლი გზით მიდიან?
LikeLike
ინგლისური თარგმანის მიხედვით ჰქვია, მილორდ. თუ უშუალოდ “დანგრევას” აპროტესტებ? :)
LikeLike
ჰო დანგრევას :)
მე მომწონს ინგლისური სათაურები. უკეთესია შვედურზე :) მაგრამ ტრილოგია არ იყო ეგ სინამდვილეში, უბრალოდ ავტორი გარდაიცვალა. მე-4 ნაწილის ჩონჩხი დარჩა და მომავალი ტომებზეც ჩანაწერები… მოკლედ არ დაუნგრევია :)
LikeLike
kicked და რაზვარაშილა :) ჰო, დარჩა და ღმერთმა იცის, კიდევ რამდენს დაწერდა, მაგრამ ახლა ტრილოგია გვაქვს და იქნებ, ოდესმე ვინმემ გააგრძელოს…
LikeLike
ლარსონის ტრილოგიის მესამე ნაწილს ველოდები არაადამიანურად :D თავისთავად შიმშილის თამაშებსაც. დანარჩენებზე ჯერ არ ვიცი რას ვაპირებ )
LikeLike
ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნი როდის გამოვა?
LikeLike
მალე
LikeLike
ლარსონის ტრილოგიას ნუ ახსენებთ :)
ნუ მაგდებთ ცოდვაში, შინაარსი მოვყვე :) და მერამდენედ უკვე. :)
LikeLike
არ მოყვე, მილორდ :) ამდენ მოთმენას წყალში ნუ ჩამიყრი :)))
LikeLike
და თქვენ ამის შესახებ გაიგეთ უკვე? ნუთუ არ ელოდებით? მე პირადად უზომოდ^^ ალბათ დამეთანხმებით, რომ რთულია ასეთი პიარის შემდეგ არ დაგაინტერესოს… : )
LikeLike
+1
აი, ეს სწორი სვლაა :)
ამ წიგნზე რა ხანია ვწერ ქინდლის ჯგუფში. :) იმიტომ რომ რეკორდს რეკორდზე ხსნის და მუდამ ჰედლაინებშია.
LikeLike
ამაზე კაის პალიტრა ვერაფერს გამოსცემს და არც აქამდე გამოუცია. :)
არ გადაყვნენ კაცო ამ 50 მაიმუნობას. :)
LikeLike
“გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია”
რეი ბრედბერის “451 გრადუსი ფარენჰეიტით”
მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე””
ჩამოთვლილთაგან ამ სამ წიგნს ველოდები
ისე თუ ამ პოსტს წაიკითხავენ გამომცემლები
ძალიან გთხოვთ თარგმნეთ- ვირჯინია ვულფი, არტურო პერეს რევერტე, აგოტა კრისტოფი და ფრანსუაზა საგანი.
LikeLike
პერეს-რევერტეს თარგმნის დიდი იმედი მაინცდამაინც არ მაქვს (ნუ, უახლოეს ხანებში) და ვირჯინია ვულფი, ამბობენ, ორმოცდაათეულში იქნება მალეო, ფრანსუაზა საგანის “ბრამსიც” თარგმნილია და “მფარველი ანგელოზიც” და კრისტოფი ადრე გამოსცა სულაკაურმა.
LikeLike
რაც თარგმნილია ვიცი ყველა, მაგრამ მე მინდა, რომ უფრო მეტი წიგნი თარგმნონ ამ მწერლების:) და ჰარუკი მურაკამსაც მივამატებდი
LikeLike
ნუ, მე ვულფის, საგანის და ა.შ. რაც თარგმნილია, ესეც მყოფნის.
LikeLike
ამ ზაფხულს ველოდები ისე მოუთმენლად, რომ არ ვიცი. რეზიდენტურაზე არ ვაბარებ წელს და უსაქმურს იმდენი დრო მექნება ულისეს წასაკითხად, წინასწარ მიხარია. თან ორივე მაქვს, არასრული და სრული ვერსია <3 (ისე არ დამვიწყებია პირობა, ვადა თუ არ გასვლია, მოლი :დ)
ამ ზამთრის არდადეგებზეც რამდენიმე კარგ წიგნს მოვაყუჩებ, ეკოს ,,ვარდის სახელი' მაჩუქეს დაბდღეზე ერთი თვის წინ, ხოდა მოლოდინით მილენიუმის საგის მესამე ტომს ველოდები მოუთმენლობით. სხვა ხრივ დიდი ხანია, მკვდარ მკითხველებში გადავინაცვლე
LikeLike
მაიამ შემოგ(ვ)ითვალა, ზაფხულს ნუ დაელოდებიო :)
LikeLike
მაიამ თავის ქმარს მიხედოს, ურჩევნია :დ
მაგის შიშით დეკემბრის იქით ვერაფერი დამიგეგმავს :დ
LikeLike
მაიას ქმარი ხო მოკვდა, კაცო. დამარხა რა ხანია.
LikeLike
მაშინ საფლავს მიხედოს
LikeLike
სულიკოა? :)))))
LikeLike
სულიკო საყვარელია :დ (ნუ დღეს რომაა დამკვიდრებული, იმ გაგებით :დ)
LikeLike
ქმარი არ ჰყავს, სულიკო არ ჰყავს და კი დააქცევს ამ ქვეყანას ის მაია :(((
LikeLike
აბა, მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ყველამ ყველაფერი, ცუდი თუ ვაკეთეთ, ჰეჰ-ო? :ტაქიკარდია: არ ყოფილა მაია კაი ქალი. მეგონა, ზღვაში რომ თავი დაიხრჩო, თავიდან დაბრუნდებოდა, მაგრამ უკეთესი და ხედავ, შენ, რას გვიკეთებს?!
LikeLike
ჰუჰ, რამდენ მაიას უნდა მივედ-მოვედო, ახლა :დ
LikeLike
ეს კრაზანების ბუდის ამწიოკებელი გოგო აღირსონ მაღაზიებს, დავიღალე ლოდინით :) მერამდენედ მივიდე მაღაზიაში…
LikeLike
დღეს შენ მყავხარ სტუმრად, ჯეინ :)
მეც ველოდები :( არც ტრილოგია ჩანს ჯერ და არც სხვა წიგნები. ერთად იქნება ალბათ. მალეო, ამბობენ. უკვე მალე უნდა იყოს.
LikeLike
იმედია
LikeLike
[…] დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობ – დაპირებული სიახლეები ერთი-ორად […]
LikeLike