Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘The Beatles’

წიგნები, რომლებიც მაჩუქეს <3შემჩნეული გექნებათ, რომ ზოგჯერ ქაქანის ხასიათზე ვდგები ხოლმე და ხან ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გაბეზრებთ თავს, ხან – უახლოეს წარსულში დატრიალებული ამბებით.

ერთიც იყო და, მახსოვს, იმ წიგნებზე ვწერდი, თვალსა და ხელს შუა რომ ამწაპნეს ვიღაც-ვიღაცებმა. ჰოდა, რადგან მაშინდელი სიმწარე გაგიზიარეთ, ახლა იმ წიგნებით უნდა გაიხაროთ ჩემთან ერთად, სხვადასხვა დროს მოლისთვის რომ უჩუქებიათ.  ახლა, თუ მაინცდამაინც არ გაგიხარდებათ და ცოტა შეგშურდებათ, გავიგებ, თქვენს ადგილზე მეც მსგავსი რამ დამემართებოდა.

აბა, რომ გამეგო, მარიმ და ირაკლიმ ვინმეს ჰარი ჰარისონის ფოლადის ვირთხის თერთმეტნაწილიანი ეპოპეა ჩამოუტანეს უკრაინიდანო, სრულ ჭკუაზე ვიქნებოდი?! არა, რა თქმა უნდა. ამიტომ თქვენს ოხვრას და გმინვას სრული გაგებით მოვეკიდები.

ახლა აქეთ წამობრძანდით, “პოტერიადის“ შვიდივე წიგნი უნდა გაჩვენოთ, თანაც ორ ენაზე. ქართული ვერსია ერთმა მეგობარმა მისახსოვრა, საახალწლოდ; ინგლისური კი – მეორემ, ყოველგვარი მიზეზისა და საზეიმო თარიღის გარეშე მომიცუნცულა “პროსპეროდან“.

(more…)

Read Full Post »

The Beatles. ილუსტრირებული ბიოგრაფია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2012

“როგორც არქიტექტურაზე ვერ იცეკვებ, ისე ვერ ისაუბრებ მუსიკაზეო” – ფრენკ ზაპას უთქვამს.

როკის კლასიკოსთან კამათს არ ვაპირებ, მაგრამ, დამეთანხმეთ, არც ასეა საქმე, საუბარი ყველაფერზე შეიძლება და კარგად დაწერილი “მუსიკალური” წიგნის დაგემოვნებაზე არც ერთი მელომანი იტყვის უარს.

საბჭოთა და მოძმე სოციალისტური ქვეყნების ესტრადით გაძეძგილ ჩემს ბავშვობაში, ხარისხიანი მუსიკა სანთლით იყო საძებარი, ფირფიტები და კასეტები ჭირდა და აბა, წიგნებზე ვინ იოცნებებდა… მახსოვს, Doors-ის, Deep Purple-ის, Red Hot Chili Peppers-ის სურათებს და რამდენიმეაბზაციან, მშრალზე მშრალ სტატიებს საყმაწვილო ჟურნალებიდან ვჭრიდი და სახელდახელოდ აკინძულ ალბომში ვინახავდი სათუთად.

მიზეზთა გამო, მუსიკაზე დაწერილი სამამულო წიგნებით დიდად განებივრებული არც დღეს ვართ. ახლა მხოლოდ ბასა ჯანიკაშვილის “აბსურდისტანი” (თავის დროზე საშინლად რომ არ მომეწონა), კახა თოლორდავას “საუბრები ჯაზზე” და ზურაბ ქარუმიძის ფანტასტიური “ჯაზის ცხოვრება”  – მუსიკის, ალბათ, ყველაზე დახვეწილი ჟანრის დიდი სიყვარულით და საქმის ცოდნით დაწერილი ისტორია – მახსენდება.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ამ ოთხიოდე თვის წინ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფერად-ფერად კატალოგში “ბითლსის” და “პინკ ფლოიდის” ილუსტრირებული ბიოგრაფიები რომ აღმოვაჩინე.  თვალის ერთი შევლებითაც მივხვდი, რომ არაჩვეულებრივ საკბილოს წავაწყდი, ამიტომ წამიც არ დამიხანებია, ვტაცე ხელი და შინ წამოვაცუხცუხე.

(more…)

Read Full Post »

beatles for sale cover

მიუხედავად იმისა, რომ მოლის ბლუმი, ძირითადად, ლიტერატურაზეა ორიენტირებული, ალბათ, დამეთანხმებით, რომ არც ხელოვნების სხვა ჟანრების მიმართ გახლავთ გულგრილი. ვეტერან მკითხველებს ემახსოვრებათ, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჯეოპარდი მთლად ახალი პროექტი იყო,  ერთი პაკეტი მთლიანად კლასიკურ მუსიკას დაეთმო. დღეს კი მორიგი ოთხშაბათია და ჩემს მელომან სტუმრებთან წინადადება მაქვს – ის ლივერპულელი ბიჭები გავიხსენოთ, მთელი მსოფლიოს გული თავბრუდამხვევი სისწრაფით რომ მოინადირეს. მაშ ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

წიგნის ფესტივალის გახსნამდე, მოგეხსენებათ, თითზე ჩამოსათვლელი დღეებია დარჩენილი და, სანამ უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრიდან დავიწყებდე ინფორმაციის მოწოდებას, გადავწყვიტე, ბიბლიოფილებისათვის, რომლებიც ღონისძიების დაწყებას სულმოუთქმელად ელიან, კიდევ ერთი ინტერვიუ შემეთავაზებინა. რესპოდენტის როლისათვის ამჯერადაც მკითხველი და ფრიად წარმატებული ბლოგერი – ჩვენი ძვირფასი ვასასი შევარჩიე, რომელმაც არ დაიზარა და ჩემს გაგზავნილ კითხვებს ძალიან ხალისიანი, ცოცხალი და გემრიელი პასუხები მოაყოლა. ერთი სიტყვით, ინტერვიუ შედგა და, დარწმუნებული ვარ, ვასასის აზრებს მკითხველი დიდი ინტერესით გაეცნობა.

არ მეგულება ქართულ ბლოგოსფეროში ადამიანი, თამარ კარელიძისვასასის შესახებ არ გაეგოს დამილანისწითელი ეშმაკუნათი დამშვენებული ერთი პოსტი მაინც არ წაეკითხოს. მიუხედავად ამისა ან იქნებ, სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, ორიოდე სიტყვით საკუთარ თავზე თუ გვიამბობ

საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის მიჭირს. სულ შორიდან დავიწყო? დავიბადე თბილისში, გავიზარდე გორში. ვერ ვიტან, როცა მეკითხებიან, შიგ გორში ვცხოვრობ თუ?.. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ყოველთვის მრცხვენია, საკუთარ თავს ასე ვუწოდო იმიტომ, რომ მიმაჩნია, ჟურნალისტობამდე  ძალიან ბევრი მიკლია და ბედნიერი ვიქნები, თუ 30 წლის ასაკში მაინც არ შემრცხვება იმის თქმის, რომ ჟურნალისტი ვარ. მიყვარს „ბითლზი“,  როკენროლი, ვეწევი ჯანსაღი ცხოვრების წესს (არა ალკოჰოლს და სიგარეტს), ყოველთვის მრცხვენია, როცა მაქებენ და მიმაჩნია, რომ კრიტიკა ყველაზე მაგარი რამ არის ქვეყანაზე. კიდევ ბევრის მოყოლა შემიძლია (ალბათ), მაგრამ შენი ბლოგის გვერდს გავუფრთხილდები. :)

(more…)

Read Full Post »

ეს ლივერპულელი ბიჭები, თავის დროზე, მსოფლიოს ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის სანუკვარ სამიზნეს წარმოადგენდნენ, მაგრამ იმ ათასობით ფოტოს შორის, რომელიც მათთვის აშკარად თუ ფარულად გადაუღიათ, მაინც არის ერთი, ყველასაგან გამორჩეული და განსაკუთრებული.

“ფოტოგრაფიის შედევრი”, “გენიალური მარკეტინგული სვლა”, “საუკუნის მისტიფიკაცია”, – მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიებენ  მელომანები  შოუბიზნესის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილ კადრს.

ლეგენდარული ოთხეულის თითქმის 42 წლის წინ გადაღებული საკულტო სურათი დღემდე უზომოდ პოპულარულია, მის გარშემო ატეხილი კონსპიროლოგიური ბუმი კი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა.

“ბითლზის” უკანასკნელი ალბომის –  “Abbey Road”–ის გარეკანის  კომპოზიციის იდეა პოლ მაკკარტნის ეკუთვნოდა. 1969 წლის 8 აგვისტოს დილით პოლიციამ ლონდონის სენტ-ჯონს-ვუდის რაიონში მდებარე პატარა ქუჩა გადაკეტა. ფოტოგრაფი იენ მაკმილანი კადრებს ექსტრემალურ პირობებში, კიბეზე ასული, იღებდა. ათწუთიანი ფოტოსესიის შედეგმა, როგორც ძველები იტყოდნენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ები როუდზე მდებარე პატარა სტუდია და გადასასვლელი  “ბითლზის” თაყვანისმცემლების მოსალოც ადგილად იქცა.

(more…)

Read Full Post »