NBA-ს წლევანდელი “ოლ სტარის”, ზაზა ფაჩულიას და ჰეშთეგის ამბავი ყველას გეცოდინებათ.
უკმაყოფილო სტატუსებსაც შეხვდებოდით, რა ამბავიაო, სპორტული პრინციპის დარღვევააო, NBA თუ იცით, საერთოდ, რა არის და კალათბურთის ბურთი თუ გინახავთ ახლოდან, რა ფერიაო.
არ მიკვირს. პირველად კი არ ხდება. წიგნის ფესტივალია და წიგნების სურათებს რატომ დებენ, თავს იწონებენ, თორემ კითხვით მაინც არ კითხულობენო, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ფეხბურთზე რატომ ლაპარაკობენო, გალაკტიონის დაბადების დღეზე გალაკტიონის ლექსებს რატომ აზიარებენო, Ice Bucket Challenge-ზე – რაის ქველმოქმედება, წუწაობა უნდოდათ და მიზეზი გამონახესო… ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. Welcome to the social network.
















