თუ ჩემსავით ძალიან გიყვართ ვილა “ყიყლიყოს” ბინადარი ჭორფლიანი და გრძელწინდიანი გოგონა, თუ დღესაც გახსოვთ მასთან პირველი შეხვედრით გამოწვეული გულისფანცქალი, თუ ჯერ იმდენად არ გაზრდილხართ, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შეგრცხვეთ, მაშინ ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა.
1. ამდენი წლის იყო პეპი, ვილა “ყიყლიყოში” რომ დასახლდა;
2. ტომი და ანიკა ყველამ ვიცით. აი, მათი გვარი თუ გახსოვთ?
3. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ სპორტის ეს სახეობა პეპიმ გამოიგონა;
4. პეპის, მისივე მტკიცებით, ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად, რევანდის კრემის შემდეგ, ისინი უყვარდა;
5. ამ “მსოფლიოში ხველაზე ღონიერი ქაცის” დამარცხება პეპის ოდნავადაც არ გასჭირვებია;
6. “ეს ის პიროვნებაა, რომელიც ყველაფერს აწესრიგებს”;
7. ასე ერქვა ორ ყაჩაღს, ვილა “ყიყლიყოს” გაძარცვა რომ გადაწყვიტეს;
8. პეპის თუ დავუჯერებთ, ამას აკეთებენ ბავშვები არგენტინის სკოლებში;
9. ეს მეზღვაური ასწავლიდა პეპის წერას, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ასწავლა;
10. პეპის აზრით, სამოცდათვრამეტის და სამოცდაცხრამეტის შემდეგ ზუსტად ეს რიცხვი მოდიოდა;
11. ამ მანქანის ყიდვას ფიქრობდა პეპი. ცეცხლივით წითელი იყო, თან საყვირიც საოცარი ხმით გაჰკიოდა;
12. ამ ფერის იყო პეპის ორი წინდა;
13. ეს სახელი ერქვა კაპიტან ეფრაიმის ძველ შხუნას;
14. ასე ჟღერს ზანგურ ენაზე ფრაზა “თრთოდეთ, მტრებო, ჩემი შიშით”;
15. ეს სიტყვა იპოვა პეპიმ.
1. ცხრა
2. სეტერგრენები
3. კითხვების დასმა
4, პოლიცილები
5,ადოლფი
6, დილექტორი
7. კარლი და ბლომი
8. კანფეტებს ჭამენ (თუ რა თქმა უნდა, საერთოდ წავიდნენ სკოლაში)
9. ფრიდოლფი
10. სამოცდაოცი
11. სახანძრო
12. სხვადასხვა ფერის
13.
14.
15. ფუსუსუნა
LikeLike
1. 9; 2. სეტერგრენი; 3. გავიხსენებ; 4. პოლიციელები. 5. ადოლფი; 6. დილექტორი; 7. ბლომი და ყაჩაღი კარლი; 8. მხიარულებით, უფრო ვრცლად მერე აღვწერ; 9. ფრიდოლფი; 10. სამოცდაოცი; 11. სახანძრო; 12. ყავისფერი და შავი; 13. ჭრიჭინა; 14. უსუმბუსორ მუსორ ფილიბუსორ; 15. ფუსუსუნა. იფ. კარგი იყო 😍
LikeLike
წიგნში არ ჩამიხედავს და სპორტის სახეობა შეიძლება ბალიშზე ფეხებშემოწყობილი ძილი იყოს. აი, ეპიზოდი მაინც რომ მახსოვდეს, როდესაც მაგ სპორტზე ლაპარაკობს, უეჭველად გამოვიცნობდი :)))
LikeLike
ჰო, მხიარულების გაკვეთილს რაც შეეხება: ე.ი. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებიან მერხიდან მერხზე სირბილში, სანამ ძალა არ გამოელევათ და იატაკზე არ დაცვივდებიან. წვიმიან ამინდში ბავშვები გამორბიან ეზოში და ცეკვავენ, მასწავლებელი კი მიუჯდება როიალს და უკრავს. ზოგიერთი კი წყალსადენ მილს უდგება ქვეშ, რომ ნამდვილი შხაპი მიიღოს :)))
LikeLike
ესეც პასუხები :)
1. 9 წლის;
2. სეტერგრენები;
3. ერთმანეთისთვის შეკითხვების დაყრა;
4. პოლიციელები;
5. ადოლფი;
6. დილექტორი;
7. ბლომი და ყაჩაღი კარლი;
8. სხედან და კანფეტებს აკნაწუნებენ;
9. ფრიდოლფი;
10. სამოცდაოცი;
11. სახანძრო მანქანა;
12. ყავისფერი და შავი;
13. ჭრიჭინა;
14. უსომბუსორ-მუსორ, ფილიბუსორ;
15. ფუსუსუნა.
LikeLiked by 1 person
უყურე შენ, არგენტინის სასკოლო პროგრამა მხიარულების გაკვეთილში ამრევია :(
LikeLiked by 1 person
შენ კარგად იყავი :)
LikeLike
სამარცხვინოდ ჩავიჭერი 😃😃😃
LikeLike
ცუდად.
მაგრამ ეგ გამოცემა მახსოვს :)
LikeLike
მთავარი ეგაა )
LikeLike