Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘შოთა რუსთაველი’

The Washington Post front page

ნანოტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციის საუკუნეში, მოგეხსენებათ, ტრადიციულ ბეჭდურ გამოცემებთან ერთად, სოციალური მედიის როლიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ახალ მსოფლიო ტრენდს, საბედნიეროდ, არც საქართველო ჩამორჩება და სამამულო ბლოგოსფერო, ვიღაც-ვიღაცები, ჯერჯერობით მაინც, მთლად სერიოზულად რომ არ აღიქვამენ, ოკეანეს გადაღმა სათანადოდ დააფასეს.

სექტემბრის ბოლოს, ქართველი ბლოგერები, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ინიციატივით, აშშ-ის დედაქალაქს ეწვევიან. ამის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე “ვაშინგტონ პოსტის” რედაქციის, კონგრესის  ბიბლიოთეკისა და ინოვაციური პროექტების მართვისა და მხარდაჭერის ფონდის სპიკერებმა ისაუბრეს.

თოთხმეტდღიანი ვიზიტის უკიდურესად დატვირთული გრაფიკი უკვე გაწერილია. ბლოგერები გავლენიან ამერიკულ გამოცემას და კაპიტოლიუმის ბორცვს ესტუმრებიან, შეხვდებიან ვაშინგტონელ კოლეგებს. დაგეგმილია ერთობლივი მასტერ-კლასების და ვორქშოპების ჩატარება, ნიუ-იორკის, ჰოლივუდის, დისნეილენდის და ფორტ-ნოქსის მონახულება.

(more…)

Read Full Post »

4. Zichi
აი, უკვე მეორედ ვმასპინძლობ ჯეოპარდს მოლის ბლოგზე. თანაც, ბევრად უფრო საპასუხისმგებლო მისიით: გავიხსენოთ ჩვენი უდიდესი საგანძური და სიამაყე – “ვეფხისტყაოსანი”.

არ მოგატყუებთ, ბავშვობიდან სიგიჟემდე მიყვარს რუსთაველის უკვდავი ნაწარმოები-თქო – გემო უფრო მოგვიანებით გავუგე, გემოც და გენიალურობაც. და ამ დიდი სიყვარულის ნიშნად შეკითხვათა პაკეტიც მოგიმზადეთ. არ არის ადვილი კითხვები (მე ასე მგონია), თუმცა შევეცადე, მრავალფეროვანი ჯეოპარდი გამოსულიყო. იმედი მაქვს, თქვენც ისიამოვნებთ ჩვენი ერის დიდი საუნჯის გახსენებით.

წარმატებებს გისურვებთ!

(more…)

Read Full Post »

ჩემი "ვეფხისტყაოსანი"

ამას წინათ, ბლოგის არქივს ვაწესრიგებდი. ფოტოგალერეაში ორ მივიწყებულ სურათს გადავაწყდი. გამეღიმა და ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, მკითხველისთვის ერთი ძალიან კარგი წამოწყების შესახებ მეთქვა რამდენიმე სიტყვა.

შარშანდელი ამბავია. ახლადწამოჩიტული ბლოგერი გახლდით, დროც მეტი მქონდა და ხალისიც… ჰოდა, რომელიღაც მშვენიერ შაბათს, ნაღებიანი ყავის ჭიქით ხელში, კომპიუტერთან გემრიელად მოკალათებულს, ფოსტამ თამარას ცინცხალი პოსტი მომიცუნცულა – “ვეფხისტყაოსანი” ხომ არ გადაგვეწერაო…

თურმე, ნუ იტყვით და, ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ ფორუმს ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნის” შექმნა გადაეწყვიტა და მსურველს თითო სტროფის გაგზავნას სთავაზობდა.

(more…)

Read Full Post »