შესაძლოა, ვინმემ იფიქროს კიდეც – ერთსა და იმავე ავტორზე ორჯერ რომ არ დაწეროს, ნუთუ მხატვრები გამოილიაო, მაგრამ დღეს, როცა ჩემი ვერნისაჟის განახლება გადავწყვიტე, ძალიან მომინდა, დიდი ნიურნბერგელის კიდევ ერთ შედევრზე მეამბნა თქვენთვის.
ალბრეხტ დიურერის “ოთხ მოციქულზე” იმდენი დაწერილა, ახალს უკვე ვეღარაფერს დავამატებ, სამაგიეროდ, გალერეას დავამშვენებ და ესეც დიდი საქმე მგონია.
ამბობენ, მხატვარმა ამ დიპტიქით მშობლიურ ქალაქს უკანასკნელი საჩუქარი უძღვნაო. შესაძლოა, მართლაც ასეა – მე-16 საუკუნის პირველი მეოთხედის მიწურულს, როდესაც ეს სურათი შეიქმნა, თავად დიურერი სამოც წელს უკაკუნებდა, ქვეყანაში კი რელიგიური ქარტეხილი ბობოქრობდა – ნიურნბერგმა ის-ის იყო, ოფიციალურად მიიღო რეფორმაცია.
ერთი შეხედვით, “ოთხი მოციქული” ბიბლიური სიუჟეტის ნაწარმოებია და ამაში არც არავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ არა ერთი უცნაურობა – კომპოზიციას მესამე ნაწილი აკლია. ამის გამო ხელოვნებათმცოდნეები დიდხანს თვლიდნენ, რომ ეს დაუმთავრებელი ტრიპტიქი იყო. ოღონდ საკითხავია, რატომ უნდა ეჩუქებინა მხატვარს საყვარელი ქალაქისათვის დაუსრულებელი ქმნილება, ისიც საზეიმო ვითარებაში? ამ კითხვაზე პასუხი არც ისე იოლი მოსაძებნი აღმოჩნდა და, საბოლოოდ, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სურათი უფრო ღრმა შინაარსის შემცველი გახლდათ.
დიურერმა დიპტიქის ორივე მხარე გამაფრთხილებელი წარწერებით შეამკო – ჯერ იყო და, თავად ურჩია ხელისუფალთ, მორიდებოდნენ ღვთის სიტყვისა და ადამიანური ცდომილებების ერთმანეთში არევას, მერე პეტრე და იოანე მოციქულების ციტატები მოიშველია ცრუ წინასწარმეტყველთა შესახებ. ამით მან იმდენად ღიად გაილაშქრა კათოლიციზმის წინააღმდეგ, რომ ბავარიის კურფიურსტმა მაქსიმილიან I-მა შანტაჟითა და მუქარით ჩამოართვა ნიურნბერგელებს მხატვრის გამოსათხოვარი საჩუქარი, კარგა ხანს უყურა, უყურა, ქეჩოც გვარიანად მოიქექა და, მიუხედავად იმისა, რომ დიურერის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ, ერეტიკული წარწერების მოხერხვა ბრძანა. ოღონდ, კაცმა არ იცის, რატომ გააგზავნა ჩამოჭრილი ნაწილი უკან, ნიურნბერგში, იმის ნაცვლად, რომ იქვე გაენადგურებინა. ამის წყალობით დიპტიქი მთლიანად აღადგინეს, თუმცა ძალიან გვიან, უკვე მე-20 საუკუნეში.
სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ამ ქმნილებაში ფერმწერის რელიგიურ ამბოხზე მეტად, მეორე მხარეა საინტერესო. საქმე იმ ეპოქაში ფრიად პოპულარულ, ოთხი ტემპერამენტის თეორიას ეხება, აი, იმას, ჯერ გალენმა რომ ჩამოაყალიბა და მერე ჰიპოკრატემ გარანდა და გააშალაშინა. დიურერმა, როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, მოციქულთა ფიგურებში სწორედ ადამიანის ხასიათის ძირითადი შტრიხები ასახა და თანაც ძალზე ოსტატურად.
მარცხენა მხარეს, წინ, იოანეა გამოსახული – მაცხოვრის ერთგული და საყვარელი მოწაფე. მისი ნათელი, მშვიდი სახე, შინაგანი ჰარმონიით გაჯერებული სილუეტი ცხადყოფს, რომ ეს სანგვინიკის გამოსახულებაა – ყველაზე გაწონასწორებული ტემპერამენტისა.
უკანა პლანზე კათოლიკური ეკლესიის სულისჩამდგმელს – პეტრეს ვხედავთ, რომელსაც თითქმის მთლიანად ფარავს იოანეს ფიგურა. ამით დიურერი თავის პროტესტანტულ განწყობაზე მიგვანიშნებს. მთავარი მოციქულის დაღლილი, გარინდებული სახე ეჭვს არ იწვევს, რომ ჩვენს წინაშე ტიპური ფლეგმატიკია.
მარჯვენა მხარეს, გრაგნილით ხელში, წმინდა მარკოზია, რომელმაც გვარიანი თავსატეხი გაუჩინა მკვლევარებს – ის ხომ არასოდეს ყოფილა მოციქულთა შორის, მხოლოდ ერთ-ერთი სახარების ავტორი გახლდათ. მისი ცოცხალი, შინაგანი ფორიაქით აღსავსე გამომეტყველება მაშინვე მიგვახვედრებს, რომ დიურერმა ევანგელისტის სახე ყველაზე ბობოქარი ტემპერამენტის – ქოლერიკის გამოსახატავად გამოიყენა.
და, ბოლოს, პავლე – წმინდანი, რომელიც არასოდეს შეხვედრია იესოს, თუმცა, ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურების გამო, მაინც მაცხოვრის მოწაფეთა შორის მოიხსენიებენ, მეტიც – რეფორმაციის მთავარ მოციქულად თვლიან. მნახველის თვალს, პირველ რიგში, სწორედ მისი პირქუში, ჩაფიქრებული ფიგურა იტაცებს. ვისაც ჩემი პოსტი წაუკითხავს დიურერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გრავიურაზე, მიხვდება – შემთხვევითი როდია, რომ მხატვარმა სწორედ პავლეს წყალობით შექმნა მელანქოლიკის სახე – ტემპერამენტი, რომლსაც საკუთარ თავს მიაკუთვნებდა.
დღეს ვერავინ გვეტყვის დანამდვილებით, რა გრძნობები ამოძრავებდა დიდ ფერმწერს, როდესაც ამ დიპტიქს ქმნიდა, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის – რელიგიური დაპირისპირება, ვირუსივით რომ გავრცელდა იმდროინდელ ევროპაში თუ მეცნიერული თეორია, მაგრამ ერთი რამ უდავოა – მიუნხენის პინაკოთეკაში ნამდვილი შედევრი ინახება.
ძალიან ლამაზი და საინტერესო ნახატია ასევე პოსტიც , ისე ამდენ საიდუმლოს თუ მალავდა კი არ ვიცოდი.
LikeLike
აქ ხილული სიმბოლოებიც ძალიან საინტერესოა. ხმალი, გასაღები, გრაგნილი, წიგნი… უბრალოდ, მე ტემპერამენტებზე გავაკეთე აქცენტი. ფანტასტიური ნახატია, ცხადია.
LikeLike
<3 <3
LikeLike
ორჯერ წავიკითხე და კიდევ გადავიკითხავ…
ძალიან საინტერესო იყო <3
LikeLike
კომპლიმენტიც ამას ჰქვია <3
LikeLike
ვეთანხმები თამარას, მიყვარს ესეთი შემეცნებითი პოსტებ იშენს ბლოგზე.
LikeLike
danke!
LikeLike
დიპტიქის ტემპერამენტის ტიპებთან კავშირის ამბავი ვიცოდი, მაგრამ ისტორიულ-რელიგიური კონტექსტის – არა… ვერნისაჟზე ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის აღმოჩენა :)
LikeLike
ზუსტად ამისთვის მაქვს “ვერნისაჟი” :ღრმადკმაყოფილიმოლი: :)
LikeLike
1 პოსტი როგორც ყოველთვის შესანიშნავია.
2 ნამდვილად არ ვიცოდი ეს ოთხეული ასეთ იდუმალი თუ იყო. პირადა ჩემთვის ისინი მუდამ დაუმთავრებლობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ფაზლის მესამე ნაწილი აკლიაო. თუმცა როგორც ვხედავ არამარტო მე შემინიშნავს ეს, და იმან რომ მოციქულებში ადამიანთა ხასიათის შტრიხები იყო ასახული ძალიან გამაოცა. თან აქამდე ჩემი თვალი აღიქვამდა რომ სამი ფიგურა სტატიკური იყო, მარკოზის გარდა.
LikeLike
3 ხელივნების მასწავებლის გვამის გადამალვასი მომეხმარე რაა :დ თავის მალევიძის შავ კვადრატთან უნდა ჩავმარხო სადმე :დ
LikeLike
შავ კვადრატს რას ერჩი? :))
LikeLike
პასუხი მაგნუმში დაგიწერე :დ
LikeLike
შავი კვადრატი არის უგენიალურესი მარკეტინგული სვლა :) მაგის მსგავსი სხვა არც მახსენდება.
LikeLike
ნახატი,რომ ემოციას გადმოგცემს, აი ესაა გადასარევი რამ. ^^
LikeLike
ჩემთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ნახატისგან, მუსიკის არ იყოს, პირველ რიგში, ემოცია მჭირდება.
LikeLike
მხატვრული ლიტერატურისგანაც.
LikeLike
ცხადია.
LikeLike
ვაი, პირველად დავაკვირდი ამ ნახატს. ძალიან საინტერესოა:)
LikeLike
:) მერსი :)
LikeLike
საინტერესოა ძალიან მოლი ეს პოსტი ისევე, როგორც დანარჩენები:)
LikeLike
საჩემო თემა გქონია, მოლი. საინტერესოა რატომ დააწყვილა ისინი ასე, ერთმანეთის გამომრიცხავ სტიქიებად.
LikeLike
ამაზე შენ უნდა მოგვიყვე, ანა :) ერთ საინტერესო პოსტად ნამდვილად ღირს.
LikeLike
მართლმადიდებლებსაც უყვართ განსაკუთრებით პავლე მოციქული. კათოლიკეებს კი პეტრე.
თავად იოანე ამბობს – მე ვიყავი საყვარელი მოწაფეო (თუმცა, მის გარდა ამას არვინ ადასტურებს).
მე კი ყველაზე მეტად თომა მიყვარს.
LikeLike
შენ, რატომღაც, თომა რომ არ გესიმპატიურებოდეს :))
LikeLike
არ მეგონა, ასეთი შინაარსის თუ იყო, მაგრამ თავიდანვე მიიქცია ყურადღება სახეების გამომეტყველებამ
LikeLike
მეტყველი მიმიკა აქვს ოთხივეს და იმიტომაც არის შედევრი <3
LikeLike
საინტერესოა. არ ვიცოდი ამაზე ამდენი რამ.
LikeLike