ჩვეულებისამებრ, სიტყვა სპეცსამსახურის გაგონებაზე ადამიანები ცხვირს იბზუებენ ხოლმე. იშვიათად თუ დაფიქრდება ვინმე იმაზე, რომ ამ რთული და სახიფათო მისიის შემსრულებლებზე სახელმწიფოთა უშიშროება და სტაბილურობაა დამოკიდებული. მოლი ბლუმის დღევანდელი ჯეოპარდიც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება და დიდი იმედი მაქვს, ბლოგის სტუმრებს შორის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თემით დაინტერესებული მკითხველებიც გვეყოლებიან. ამას ის აქტიურობა მაფიქრებინებს, რომელიც ჩემმა ვიზიტორებმა ტერორიზმსა და ბონდიანასთან დაკავშირებული ტურების დროს გამოავლინეს. მაშ ასე,
Good luck!
1. ასე ეწოდებოდა მესამე რაიხის სამხედრო დაზვერვის სამსახურს;
2. ამბობენ, რომ ეს უწყება, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის რუმინეთის სამეფოს საიდუმლო პოლიცია, სისასტიკით გესტაპოსაც არ ჩამოუვარდებოდა;
3. ამ აბრევიატურით მოიხსენიებენ დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურს;
4. პირველი ევროპული კრიმინალური პოლიციის – ფრანგული “Sûreté Nationale”-ს დამაარსებლად ეს პიროვნება ითვლება;
5. ამ ებრაული სპეცსამსახურის სრული სახელწოდება “დაზვერვისა და სპეციალურ ოპერაციათა ინსტიტუტია“;
6. ასე ეწოდება აშშ ვირჯინიას შტატის, ფერფაქსის საგრაფოს ქალაქ მაკლინში განლაგებულ სამთავრობო შენობათა კომპლექსს;
7. ამ რუსული სპეცსამსახურის მთავარ შენობას “აკვარიუმს” ეძახიან;
8. ამერიკული “Secret Service”-ის ძირითად საქმიანობას, ყალბისმქნელების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, ეს მეტად რთული და საპატიო მისია წარმოადგენს.
9. ამ ამერიკული ბიუროს პირველი დირექტორი ლეგენდრული ჯონ ედგარ გუვერი გახლდათ;
10. დიდი ლონდონის პოლიციის შტაბ–ბინა, ანუ… ?
11. ტექნიკური დაზვერვის ამ განსაკუთრებით გასაიდუმლოებული ამერიკული სამსახურის სახელს, ხუმრობით, ასე შიფრავენ ხოლმე – No such agency; Never say anything;
12. ამ ამერიკული სააგენტოს მთავარი სამიზნე არალეგალური ნარკობაზარია;
13. ასე იწოდებოდა აწ უკვე არარსებული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;
14. ეს პრინციპული განსხვავება არსებობდა მეოცე საუკუნის დასაწყისის ორ პოლონურ სპეციალურ უწყებას – ინფენზივას და დეფენზივას შორის;
15. ასე ეწოდებოდა დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოყალიბებულ ფრიად ეფექტიან კონტრდაზვერვით სტრუქტურას.
ეჰ მოლი ისე დამაიმედე მეგონა რამე მეცოდინებოდა :) მარტო ორი ვიცანი :( :)
LikeLike
მულთFილმები ხო))) ჩემი თემაა ეს და ხვალ ვითამაშებ მაგრამ ყველა არ ვიცი(
LikeLike
თითქმის :) ოლ რაიტ. ხვალისთვის გელოდებით.
LikeLike
რაცხა დიდად ვერ ვიბრწყინებ, მგონი :(
LikeLike
მე ოთხი, დანარჩენი ტყემალზე ვარ და ბლის კურკებს ვისვრი :)
LikeLike
სანდრო და კატერინა, ის ორი და ოთხი ჩამომიწერეთ, ძალიან მაინტერესებს, რომლებია :)
LikeLike
უფ, გამოვეთიშე.
მეათე სკოტლანდ იარდი ალბათ და მეთერთმეტე ნასა?
და აღმაშენებელზე ვერ გავიხსენე
LikeLike
1. აბვერი – კანარისის კანტორა. :შტირლიცი:
2. სეკურიტატე. რაღა გესტაფოს ადარებ ისე? რა კგბ ნაკლები იყო? მაგათი მამა-მარჩენალი ეგ უფროა.
3. ემაი-5
4. ვიდოკი
5. მოსადი?
6. სიაიეი უნდა იყოს გამომდინარე თემატიკიდან. ქალაქი არ მახსოვს, მარა მაგ შტატშია ეგეც და ეფბიაიც.
7. გერეუ. წიგნიცაა მაგაზე :)
8. რავი მაგათ ბევრიმისია აქვთ და ყველა საპატიოა :)
9. ეფბიაი
10. შოტლანდიური ეზო
11. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო – “მტერი ნომერი ერთი”
12. ალბათ ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო ან რამე ეგეტი ჯახნაბა.
13. შტაზი – “შპიონი, რომელიც ჩრდილოეთიდან მოვიდა”
14. დაზვერვა და კონტრდაზვერვა – ლოგიკურად?
15. მსტოვრები
LikeLike
მილორდ, მართლა საშენო თემა ყოფილა, ბრავო და ბრავო, მაგრამ სიქრით სერვისს ორი მისია აქვს. ის რაღაც ყალბისმქმნელები და მეორე – მთავარზე მთავარი. მაიკლ დუგლასის “the sentinel” თუ გინახავს – აი, ის.
LikeLike
1. Abwehr
2. სიგურანცა ( ქართულად სწორედ თუ დავწერე არ ვიცი ).
3. SIS
4. ვიდოკიიიიიი :))))
5. მოსსად ი . ( მოიშაზე ანეკდოტებიდანაც მახსოვს :D )
6. ЦРУ ?
7. ГРУ ( არა , არა ვარ მე ბანალური :D ასე გამოვიდა :))) )
8. პრეზიდენტის და არა მარტო დაცვა. ( მიახლოვებული პირები, ვირები და აშ :) ნუ მმე მაპატიეთ ეიფორიაში ვარ :D )
9. FBI
10. სკოტლანდ-იარდი. ( ისე ეს “სვანები” იქაც რომ ქაჩავენ , ჰაა ? :))) მიყვარს მე კილტიანი ხალხი :) )
11. National Security Agency
12. ( ისა და ლეგალური ნარკობაზარი არსებობს ? :D ) DEA
13. Ministerium für Staatssicherheit
14. დეფენზივა – კონტრდაზვერდა და პოლიტპოლიცია და ინფენზივა შსს ს ვარიანტი. ანუ უშუალო ქვეყანაში საქმიანობა.
15. მე პას :D
( აბა ;) პრიცი თუ მეკუთვნის გეტყვი რაც მინდა :D რაფაელო წავა ან კიდევ ელფრიდა ელინეკის წიგნი რომელიმე :) )
LikeLike
ამ სფეროში ვარ სრული უვიცი :)ასე, რომ მერე შემოვივლი პასუხების სანახავად. :)
LikeLike
შევთანხმდით :)
LikeLike
ეს ჯეოპარდი როგორ გამიხარდა, ვერ წარმოიდგენ!
მართალია, აღმოვაჩინე, რომ საოცრად უცოდინარი ვარ ამ სფეროშიც და თუ ვინმე არ დავიხმარე, თავს ვერ გავართმევ, მაგრამ პასუხებისთვის აუცილებლად შემოვივლი და მერე დავიმახსოვრებ <3
LikeLike
დაიხმარე მერე :) გუნდურად თამაში აქ არავის აუკრძალავს :)
LikeLike
მულტფილმები ჯობდა :)
1.აბვერი
2.
3. MI5
4. ვიდოკი
5.
6.
7. სუკ-ი
8. მაღალჩინოსნების დაცვა
9. FBI
10. სკოტლანდ იარდი
11. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური
12. DEA
13.
14.
15. მსტოვრები
LikeLike
მულტფილმები ბევრად საყვარელი იყო, ნათია :) ამაში, არ შემიძლია, არ დაგეთანხმო :)
LikeLike
1. აბვერი
2. სიგურანტა
3. MI5
4. ვიდოკი? საშინელებათა ფილმიც რომ გადაიღეს ფრანგებმა სადაც ეს მთავარი გმირია :)))
5. მოსადი
6. ლენგლი
7. გრუ… ჩვენი დიდი “მეგობარი”…
8. პრეზიდენტის და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვა
9. FBI
10. Scotland Yard
11. NSA
12. DEA
13. შტაზი
14. ინფენზივა – საშნაო; დეფენზივა – საგარეო დაზვერვა ?
15. მსტოვრები! სხვათაშორის, თუ სწორად მახსოვს, კონტრდაზვერვის გარდა, მისი გარკვეული ნაწილი საგარეო სადაზვერვო ფუნქციასაც ასრულებდა. კერძოდ, აწვდიდა სამეფო კარს ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე.
LikeLike
დათო შენს პასუხებს დროებით მივმალავ, სხვებს რომ არ მოხვდეს თვალში და დღეს, ღამის თორმეტ საათზე სწორ პასუხებთან ერთად გამოვაქვეყნებ.
მეხ-15 კითხვის შენიშვნაში აბსოლუტურად მართალი ხარ. იმ “უწყებას” დაზვერვითი ფუნქციაც გააჩნდა.
LikeLike
ოკ :)
LikeLike
მმმ… თემა მომეწონა ფრიად :)
LikeLike
ჩემთვისაც უაღრესად საინტერესო თემაა, მერი :)
LikeLike
1. აბვერი;
2. სეკურიტატე;
3. MI-5
4. ვიდოკი;
5. ებრაული სპეცსამსახურებიდან მოსადის მეტი არაფერი ვიცი :) ეგაა?
6. ნწუ..
7. ГРУ – სუვოროვის “აკვარიუმიდან” მახსოვს;
8. ნწუ…
9. FBI;
10. სკოტლანდ–იარდი;
11. ნწუუუ…
12. სავარაუდოდ, ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნული ბიურო;
13. შტაზი;
14. ალბათ, დაზვერვა და კონტრდაზვერვა;
15. მსტოვართა ინსტიტუტი.
LikeLike
1.აბვერი
2.სიგურანცა???
3.MI5
4….
5.მოსადი… ბენგურიონის პირმშო :)
6.პენტაგონი
7.ГРУ
8….
9.FBI
10.სკოტლანდ იარდი
11.ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო NSA
12.ანტინარკოტიკული სამმართველო… ზუსტი სახელი არ მახსოვს
13….
14….
15.მონასპა
აი ეს ჯეოპარდი გამიჭირდა… მაინცდამინაც დიდად ვერ ვერკვევი მეტყობა პასუხებზე :)
LikeLike
არც თუ ურიგო შედეგია, დეიზი :) თან, თემასაც ვითვალისწინებთ…. ისე, თამაშის ბოლომდე ჯერ კიდევ დროა.
LikeLike
1.
2.
3.Military Intelligence.Section 5– MI5
4.
5.
6.
7.სამხედრო დაზვერვის სპეცსამსახური ГРУ
8. იცავენ პრეზიდენტს ,ვიცე–პრეზიდენტს მათ ნათესავეს .
9. FBI
10.New Scotland Yard
11.National Security Agency/Central Security Service, NSA/CSS
12.The CIA
13.
14.
15.მსტოვართა ინსტიტუტზეა აქ საუბარი?
LikeLike
gaverte kai iko :D
LikeLike
1. გესტაპო
6. პენტაგონი
10. სკოტლანდ იარდი
11. NSA
15. მსტოვართა ინსტიტუტი
ფაქტიურად არაფერი არ ვიცი :( არადა როგორ მაინტერესებს! ;)
LikeLike
ert-erti sauketeso jeopardia. gansakutrebit mesame da meate kitxva. ai mand minda mushaoba jandabas damlageblad mainc mimigon :D
LikeLike
ანგლოფილი ნინო :) მშვენიერი სამსახურები შეგირჩევია ისე…
LikeLike
დროულად გამახსენდა.. რა სკლეროზი მჭირს ახალგაზრდა ასაკში :(
1) გესტაპო? მეტი არ ვიცი
2) –
3) ვერ ვიხსენებ
4) ფრანღია? ფრანგია, დაიცა… აუ, მედოკი თუ ვიდოკი თუ რაღაცა კი :დ
5) არ ვიცი
6) პენტაგონი? რავი
7) –
8. –
9) ეფბიაი?
10) ლონდონში პოლიციის შენობა სკოტლანდ იარდია ^^
11) NSA აბრევიატურა გამოდის და ისე, ვაიმე :დ
12) აუ, არ მახსოვს ––– ––
13) –
14) –
15) მსტოვრები?
მოკლედ, 5–ს თუ ავცდი კაია :დ ამდენი კონტრდაზვერვაზე არ ვიცი, როგორც მატყობთ ^^
LikeLike
1)ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა (Oberkommando der Wehrmacht) იმედია ამას გულისხმობ და არა გესტაპოს რიავიცი მე,
2)სიგურანცა?
3)MI5
4)ფრანსუა ვიდოკომი, ვიდოკი თუ როგორ ითქმის?
5)მოსადი
6)რა ვიცი, პენტაგონი? ვირჯინიაშია ყოველ შემთხვევაში..
7)_
8)პრეზიდენტის დაცვა? სხვა აზრი არ მომდის თავში
9)fbi
10)სკოტლანდ იარდი? :)
11)National Security Agency (nsa :) )
12)_
13)_
14)_
15)მსტოვართა სამსახური თუ როგორ ვთქვა სამსტოვრეთი :)
LikeLike
აუ მოლი ძნელი იყო რა ამბავია :)
LikeLike
სწორი პასუხები:
1. აბვერი;
2. სიგურანცა (სეკურიტატე ოდნავ მოგვიანებით შეიქმნა და სიგურანცას “ღირსეული”მემკვიდრე გახლდათ. განსაკუთრებით – “ვარშავის ბლოკის გრაფ დრაკულას – ნიკოლაე ჩაუშესკუს მმართველობის ჟამს);
3. MI5;
4. ფრანსუა ეჟენ ვიდოკი;
5. მოსსადი;
6. ლენგლი, რა თქმა უნდა; (უმთავსესად, CIA-სთან ასოცირდება, თუმცა მანდ სხვა, ბევრად მშვიდობიანი უწყებებიცაა განლაგებული);
7. გრუ (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო; რუსული სამხედრო დაზვერვის უწყება. ვიქტორ სუვოროვის “აკვარიუმი” ალბათ, საუკეთესო წიგნია, რაც ამ თემატიკაზე წამიკითხავს);
8. სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვის უზრუნველყოფა; (მე თუ მკითხავთ, ფრიად მნიშვნელოვანი, რთული და საპატიო საქმე. ჩვენთან, სამწუხაროდ, დაუფასებელიც);
9. გამოძიების ფედერალური ბიურო, a.k.a. FBI;
10. სქოტლანდ-იარდი;
11. NSA – ჩვენთვის უფრო რუსული აბრევიატურით ცნობილი АНБ;
12. DEA; (touchkah-ს საყურადღებოდ: ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები მნიშვნელოვანი პროდუქციაა და ლეგალური ბრუნვა ყველა სახელმწიფოში არსებობს :) );
13. შტაზი (რომელთან თანამშრომლიბისთვისაც გაერთიანებულ გერმანიაში კარგა ხანს ასამართლებდნენ ხალხს);
14. ინფენზივა დაზვერვაა, დეფენზივა – კონტრდაზვერვა;
15. მსტოვართა ინსტიტუტი.
წინასწარი შედეგები:
Lord Vader – 15; დათო – 15; touchkah – 13; მერი პოპინსი – 12; rockermeloman – 9; ✿ Daisy ✿ – 9; Kejeradze – 9; temko – 7; kevana – 5; tsotnee – 3; გლეხის ბიჭი – 2.
LikeLike
ეჰ დამეწერა FBI-ც! 4 მექნებოდა! :)
LikeLike
თან, სულ ახალი, ძალიან საინტერესო ფილმიც არის ამ თემაზე – “ჯონ ედგარი”. დი კაპრიოა მთავარ როლში.
LikeLike
ვაა! საინტერესოა, ვნახო აბა! :)
LikeLike
მაინც ყოჩაღ მე… :)
LikeLike
ამ თემაში – ნამდვილად
LikeLike
მაგარია. მე სულ არ მიყვარს შპიონიზმი და კონტრდაზვერვა, არც ბევრი რამ გამეგება და ჰა, დამსახურები 5–იანი :დ :დ
ესეც რამეა ^^
LikeLike
ხუთიანია ბოლოსდაბოლოს :)
LikeLike
აუ მე–4 რა დებილი ვარ ვერ მოვტვინე :დ
არადა ეგ ფილმი ისე მიყვარს :დ
:*
LikeLike
მშვენიერი ფილმია :)
LikeLike