დარწმუნებული ვარ, მკითხველებს უკვე შეეპარათ ეჭვი ჩემს სტუმართმოყვარეობაში – კარგა ხანია, მოლის ზამთრის ბაღში წვეულება არ გამართულა გემრიელი სასუსნავისა და საინტერესო ისტორიის თანხლებით. ნება მიბოძეთ, თავი ვიმართლო – ჩვენი თავყრილობები მეც ძალიან მაკლდა, უბრალოდ, სხვა თემებზე წერამ შემიყოლია.
ახლა, როცა ფანჯრებს მიღმა თბილისისთვის უჩვეულოდ თოვლიანი ზამთარია, დილაობით შეჭირხლულ ფანჯარასთან ვიღვიძებთ და თბილი საწოლიდან წამოდგომა სიკვდილივით გვეზარება, ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ ზამთრის ბაღში ჭიქა ჩაიზე დამეწვევით. ბუხარი, როგორც ყოველთვის, უკვე მხიარულად გიზგიზებს, ხალიჩაზე მიმოფანტული ბალიშები უწინდელზე მეტია – სპეციალურად შევიძინე, თორემ დაბადების დღეს რომ აღვნიშნავდით, ვიღაც მესამე ბალიშს თხოულობდა და ვერ იშოვნა, მგონი, თამარა იყო.
სხვათა შორის, სამზარეულოში ფაიფურის ფინჯნებიც მომეპოვება, ჩინეთიდან საგანგებოდ ჩამომიტანეს. მერი პოპინსი შემპირდა – ადრე მოვალ და ჩაის დაყენებაში მოგეხმარები, ძალიან კარგად გამომდისო…
ერთი სიტყვით, თქვენ თავი ისე იგრძენით, როგორც შინ, ამასობაში მე და მერი ფინჯნებს ჩამოვარიგებთ, სენდვიჩებით სავსე ლანგარსაც მოვუძებნი ადგილს და დავიწყოთ.
აბა, მითხარით, შენ ნუნის შესახებ თუ გსმენიათ რამე? არა? ძალიანაც კარგი, იმიტომ, რომ სწორედ მასზე უნდა გელაპარაკოთ. ბევრი რომ არ
გავაგრძელო, ეს ჩვენი შენ ნუნი ჩინური მითოლოგიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟია. გარდა იმისა, რომ ჩინელთა ღვთაებრივი წინაპარი, მეორე იმპერატორი და მიწათმოქმედი გახლდათ, ფარმაკოლოგიის მამამთავარიც ყოფილა. არც რაციონალური იდეების სიმცირეს უჩიოდა თურმე – გუთანი და ირიგაცია გამოუგონია.
ლეგენდა გვიამბობს, რომ შენ ნუნი მას შემდეგ ჩაისახა, რაც დედამისმა ჯადოსნური დრაკონი იხილა. არ ვიცი, რას გულისხმობდნენ ხილვაში დელიკატური ჩინელები, მაგრამ ფაქტია, რომ ახალშობილს გველის ტანი, ვეფხვის ცხვირი, ხარის თავი და ადამიანის სახე ჰქონდა, მისი მუცელი კი მთლიანად გამჭვირვალე ნეფრიტისა იყო – სამყაროს პირველი ფარმაკოლოგი ცდებს საკუთარ თავზე ატარებდა და ახლად აღმოჩენილი ბალახების ზემოქმედებას ორგანიზმზე გარედან აკვირდებოდა.
ჰოდა, ერთხელაც, ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა – შენ ნუნი მოიწამლა და, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, შორიახლოს უცნაური, მძაფრი სურნელის მქონე ბუჩქი რომ არ შეემჩნია. ღონემიხდილმა აფთიაქარმა იფიქრა, მოხდეს, რაც მოსახდენიაო და რამდენიმე ფოთოლი გაღეჭა. უცნობი მცენარე მომწარო, მაგრამ ძალიან არომატული გამოდგა. შენ ნუნმა ჯერ შვება იგრძნო, მერე – ძალების მოზღვავება და მიხვდა, რომ ხელთ ბუნების ფრიად სასარგებლო ქმნილება ჩაუვარდა. ამიტომ ფოთლები შინ წაიღო გამოსაკვლევად. იმის შესახებ, თუ როგორ მიაგნო ლეგენდარულმა იმპერატორმა ჩაის დაყენების ხერხს და რა როლი ითამაშა ამაში მისმა ცოლმა – ფეიქრობისა და სელის გამომგონებელმა მითიურმა ქალბატონმა, ისტორია დუმილს ამჯობინებს.
მეორე ვერსიით, მიწის დამუშავებით დაღლილ–დაქანცულმა შენ ნუნმა ბუჩქის ძირში ცეცხლი დაანთო და წყალი შემოდგა გასაცხელებლად,
მაგრამ მამაკაცების ამბავი ხომ მოგეხსენებათ – ვერ მიაქცია სათანადო ყურადღება და ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ რომ მდუღარე სითხეში უცნობი მცენარის ფოთლები ტივტივებდნენ. შეუპოვარმა ექსპერიმენტატორმა, რასაკვირველია, ნაყენს მაშინვე გაუსინჯა გემო და ცოტა ხანში დაღლილობის კვალიც აღარ ეტყობოდა.
ეს ყველაფერი ქრისტეშობამდე მესამე ათასწლულში მოხდა და მას შემდეგ ჩაიმ ძალიან გრძელი გზა განვლო, სანამ მოლის ზამთრის ბაღში, ჩვენს ფინჯნებამდე მოაღწევდა. ევროპელებმა რძე და შაქარი დაამატეს, აფრიკელმა არაბებმა – დაფქვილი პიტნა და სანელებლები, აზიელებმა – ლიმონი, თუმცა ამ ყველაფრის გარეშეც ჩაი ისეთი სასმელია, რომელზეც უარს არც ერთი ჩვენგანი არ იტყვის, მით უმეტეს, ზამთრის ცივ და თოვლიან დღეებში. ტყუილად კი არ ამბობდა კავაბატა – ერთად ჩაის სმა გრძნობებსაც აერთიანებსო.
P.S. თაია, ნუ მალავ გატეხილ ფინჯანს, დაგინახე!
















სპეშიალლი ფორ იუ ჩემთან დავდებ ერთ სურათს :)
LikeLike
ოლ რაიტ!
LikeLike
ზარალია ეს ბავშვი მოკლედ, რა :)
ძაააალიან საყვარელი პოსტი იყო და საინტერესოც, მადლობა, რომ არ დაგავიწყდი, დღეს ერთ ბალიშსაც დავჯერდები, მაშინ ცოტა ნასვამი ვიყავი და… :)
LikeLike
ბავშვი კი :)))) მაგრამ მაინც ჩვენია :) შენთვის აწი სულ სამი ბალიში მექნება მზად :)
LikeLike
მოოლ <3
მიყვარს შენი ზამთრის ბაღი <3 საინტერესო,მყუდრო და გემრიელია :*
LikeLike
სენქს ე ლოთ!!! :)
LikeLike
გავთბი :)
LikeLike
ზუსტად ეს მქონდა მიზნად :)
LikeLike
მმ. <3 ვაიმე როგორ მომინდა ახლა ჩაი და რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით "ნამდვილ" ჩაის მივირთმევდი ახლა,თავის ცერემონიით. ^^
LikeLike
მე შოტლანდიურ ჰეილისს ვსვამ, ოღონდ ყოველგვარი ცერემონიის გარეშე :(
LikeLike
ეგეც არ მაქვს გასინჯული.საერთოდ ვერ ვიტყვი ჩაი მაქვს-მეთქი დალეული. :ს კაცმა არ იცის რას ვსვამ.
LikeLike
კარგი ჩაი აქაც მოიპოვება, ანა. იშვიათად, მაგრამ მაინც.
LikeLike
რა არომატული და თბილი პოსტია, ჩაივით :) ჩაი ძალიან მიყვარს, უზომოდ, ძალიან ბევრს ვსვამ, აი, ახლაც წინ მიდგას ჭიქა, რომელიდანაც ფორთოხლისა და დარიჩინის არომატი იფრქვევა <3
LikeLike
აი, პირველი ჩაისტიც. კიდევ შემოგვემატებიან. შენ რომ ფორთოხლის არომატის გარეშე სვამდე, გამიკვირდებოდა, ნათია :)
LikeLike
რა კარგი პოსტია მოლი, ცოტა წარმოსახვის უნარი და მკითხველი დარწმუნებულია, რომ პირისპირ ესაუბრები. ისე, მე პიტნის ჩაი მიყვარს ძალიან:))
LikeLike
ზამთრის ბაღში სულ ასეა, იალინდა. დიდი ხანია, ჩემს მკითხველს ასე, პირისპირ, ფინჯან ყავასთან ან ჭიქა ჩაისთან ერთად ვესაუბრები ხოლმე.
LikeLike
მაშინ მეც თქვენს გვერდით მიგულეთ!
LikeLike
Welcome! :) აქ სტუმრებს სიხარულით ხვდებიან.
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ ჩაის დიდი მოყვარული არ ვარ, სურნელიც კი ვიგრძენი, წარმოვიდგინე, რომ ძალიან მუქ ჩაის ვსვამ თურქულ ჭიქაში ორ ნატეხ შაქართან ერთად.
LikeLike
ყავა დამიწუნა რამდენიმე მკითხველმა, ჩვენ ჩაის გეახლებითო, ჰოდა დავწერე მეც… თურქულ ჩაის, პატარა ჭიქებში, შაქრით, არაფერი ჯობია…
LikeLike
მიყვარს ჩაი, საუზმის მაგივრად მივირთვი ეს პოსტი :) რა გემრიელად წერ მოლი, მშიერსაც კი დაანაყრებ :)
LikeLike
:))) შენ დანაყრება მაშინ ნახე, თეო, აჭარულ ხაჭაპურზე რომ დავწერ ) უჰ :)
LikeLike
ხაჭაპური მიყვარს ყველანაირი აჭარულის გარდა :( კვერცხს თოხლოდ რომ ვუყურებ ვერ ვჭამ :(
LikeLike
ვაი ვაი ვაი აჭარული ხაჭაპური თავისი თოხლო კვერცხით და კარაქის ნაჭრით.:ნეწრყვებმომდგარიანგელოზი: ხო,ჩაიც უხდება მაგ ამბავს.
LikeLike
კვერცხი არ არის კლასიკური აჭარულის აუცილებელი ინგრედიენტი, თეო. ჩემს დროს, ბათუმში, ინტურისტების კაფე ექსპრესში, სპეციალურად გვეკითხებოდნენ, კვერცხით გინდათ თუ ისეო.
LikeLike
ვაა, მე ისე მაშინ :)
LikeLike
ჩაი დილით, შუადღისას, საღამოს, ძილის წინ, ყოველ წუთს როცა მცივა, ყოველ წუთს როცა მშია, და ყოველთვის როცა ხასიათზე ვერ ვარ :)
წყლის მერე ყველაზე საყვარელი სასმელია ჩაი, ზაფხულშიც ძალიან ბევრს ვსვამ…
ისე კი შოტლანდიურ ჰეილისზე გამახსენდა, მე ნამდვილი, თორმეტწლიანი აგავას ტეკილა მიყვარს, ლიმონით და მარილით :) ერთი ეგაა მე კიდევ უფრო პატარა ჭიქით ვსვამ, ძალიან ძნელი დასალევია ჩემთვის :) თან ნამდვილის ძნელი საშოვნელიცაა :)
ლიმონიანი ჩაი… მმმ <3 გაიხარე მოლი ამ პოსტისთვის :*
LikeLike
აჰა, ესეც ჩაის მეორე ადეპტი. თან სერიოზული მოყვარული… შენ, ეჭვი მაქვს, ყავას საერთოდ არ ცნობ და მხოლოდ ჩაის აღიარებ.
ნამდვილ ტეკილას სად შოულობ თბილისში, მეც მასწავლე :)
LikeLike
ფაქტიურად ვერ ვშოულობ, სულ ექვსჯერ მაქვს გასინჯული (იმდენად კარგად მახსოვს ექვსივე შემთხვევაა) :) ცოტა შემოვლითი ამბავია :) ერთი ჩემი კლასელის მამიდა გარემოს დაცვის სამინისტროში მუშაობს რაღაცაზე და ძირითადად სულ მოგზაურობს რაღაც ორგანიზაციებს დაჰყვება :) ჰოდა სამჯერ მარტო მან ჩამოგვიტანა ნამდვილი ტეკილა მექსიკიდან :) დანარჩენ სამშიც გამიმართლა :) ორჯერ კონფერენციაზე და ერთხელ გაეროს ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ანაკლიაში… მოკლედ ასე შემთხვევით რა :)
ჩაიზე ვგიჟდები :) ყავა? ისე რა… მხოლოდ რძიანი ან ცივი, ისიც იშვიათდ…
LikeLike
კლასელის მამიდაში გაგიმართლა :) მე, ძირითადად, ვისკის სახლის მომხმარებელი ვარ.
ჩაი მიყვარს და ყავა ჩემი სიცოცხლეა.
LikeLike
მე თუ გამიმართლებს მხოლოდ მაშინ, ალკოჰოლს არ ვეტანები :) ყავას სანამ მიკრძალავდნენ მანამდე მიყვარდა ეხლა აღარ :)
LikeLike
აკრძალული ხილის პრინციპი უკვდავია.
LikeLike
ჩაი დავისხი, თან ახალ პოსტებს წავიკითხავ რამე საინტერესოს, თან დავლევ–მეთქი :)) და აჰა ძალიან კარგი პოსტიც ჩაიზე :))))
ჰო, მე ჩაის მოყვარული გახლავართ, ყავას მხოლოდ მაშინ ვსვამ – ჩაი თუ ყავაო, – არჩევანის შემოთავაზების გარეშე რომ მომიტანენ :))
LikeLike
მე ჩაი კარაქიან და ყველიან პურთან მიყვარს :( ხაჭაპურთანაც :( სქლად დაჭრილ ძეხვიან ბუტერბროდთანაც კარგია :( ან ტორტის ნაჭერთან :((
ადრე ყავა დომინირებდა ჩემთან. ახლა მუქი, მაგარი და უშაქრო ჩაის წილმაც იმატა.
LikeLike
ჯობდა ეგ ფოთოლი სადმე სხვაგან ჩავარდნილიყო.
ისე, შაო ლინის მონასტერზე ადრე ვუყურებდი ფილმს და იქ თქვეს რომ ბადიდარმა (ბოდჰიჰარმა) მოგზაურობდა მსოფლიოში და ჩინეთშიც ჩასულა სადაც ეს მონასტერი დაარსა. იქ მედიტირებდა თურმე, მაგრამ ძილი მოერია და რომ არ დაძინებოდა, ქუთუთოები მოიჭრა.
ჰოდა ამ ქუთუთოებიდან ამოვიდა პირველი ჩაის ბუჩქი. :)
აი ეს ჰორორ-ვერსია უფრო მომწონს. :)
LikeLike
მეც მომწონს :) და საერთოდ, შაოლინის მონასტერს დიდ პატივს ვცემ. ლჰასასაც.
LikeLike
ერთხელ კონფუცისთან ერთი ქალი მივიდა და შესჩივა:
– ბრძენთაბრძენო, როდესაც ქალს ბევრი საყვარელი ყავს, მასზე ამბობენ რომ ბოზია და როცა კაცს ბევრი საყავერლი ყავს, მასზე ამბობენ, რომ ყოჩაღიაო… ამიხსენი ასე რატომ ხდებაო.
კონფუციმ გამოიტანა ჩაი ფაიფურის ჭურჭლით და 6 ჭიქა.
– დააკვირდი, – უთხრა ქალს, – თუკი ჩამოვასხამ ჩაის ერთი ჭურჭლიდან 6 სხვადასხვა ჭიქაში – ეს ჩაი ყველა ჭიქაში გემრიელი იქნება, მაგრამ თუ მე ექვსი სხვადასხვა ჭურჭლიდან ერთ ჭიქაში ჩავღვრი – ჩაის კი არა თხლეს მივიღებთო.
LikeLike
ანუ,ზოგჯერ კონფუციც ცდებოდა…
LikeLike
ჩაისთან კი რა შუაშია მაგრამ თემას მოყვა და მე ეგეთი ამბავი სხვანაირადაც ვიცი :) კერძოდ გასაღებსა და კლიტეზე :) “წარმოიდგინე გასაღები რომელიც ყველა საკეტს აღებს, ხომ მაგარიაო? ახლა წარმოიდგინე კლიტე (საკეტი ბოქლომი რა ვიცი), რომელსაც ყველა გასაღები აღებსო” :)
LikeLike
ბოქლომი და კლიტე უფრო ლამაზია… უფრო სწორად, სათქმელს უკეთესად ამბობს, მაგრამ, იდეაში, სისულელეა ორივე. გასაღები, რომელიც ყველა კლიტეს აღებს, მაგარი კი არა, უთავმოყვარო მთხლე და ნაგავია.
LikeLike
:) :) არ შემიძლია არ დაგეთანხმო :)
LikeLike
მეც მომეწონა ეგ ვერსია:))))
LikeLike
ლამაზია…
LikeLike
wow მოლი შენს შესაძლებლობებს გადააჭარბე. შენი წერის სტილი ძალიან მომწონს, ბუნებრივად გამოგდის :) დიდი მადლობა ჩაისთვის, გემრიელი იყო, მაგრამ მე უშაქროდ მიყვარს :)
LikeLike
მეც უშაქროს ვსვამ, ვივიენ.შაქრიან ჩაის ან ყავას შაქრის გემო აქვს.
LikeLike
მმმმ უგემრიელესი პოსტიაა, თბილი, მყუდრო და საყვარელი :))
LikeLike
დანკე :) განსაკუთრებით “თბილი” გამიხარდა. ზუსტად ამას ვცდილობდი. ცივა გარეთ :)
LikeLike
“ყავის მოყვარულთა საზოგადოებას” კი მივეკუთვნები, მაგრამ დღეს ცხელი ჩაი მისწრებაა :) იყოს იაპონური ცერემონიის გარეშე, ოღონდ შაქრით :)
LikeLike
ოლ რაიტ. სტუმრებისთვის შაქარი შეიძლება. უბრალოდ, მე არ მიყვარს.
LikeLike
:))))))) ასიანში გაარტყი :) ჩემნაირი ხელჩოგანა ფინჯანასცა გატეხავს და სახლსაც გადაწვავა :))))
LikeLike
ხელჩოგანა :))))) არა, სახლს ნუ გადაწვავ, ცოდოა და ფინჯანს არაუშავს.
LikeLike
რა კარგი პოსტია, თბილი და საყვარელი!
მეც დაგეწვევით, უარს როგორ ვიტყვი ჩაიზე, მარტო ჩაიც კაია, მაგრამ მე ლიმნით გეახლებით. :)
LikeLike
ლიმონიც მოგვეპოვება, ცოტნე, მურაბაც და თაფლიც. ასე რომ, ველქამ!
LikeLike
აუ კაია! მიყვარს შენთან სტუმრობა. რამდენი სითბო და ტკბილეულია!
ხო ბუხრისთვის შეშა თუ შემოგელევათ, მე აქ ვარ, გავალ გარეთ და შემოვიტან! :)
LikeLike
რას ამბობ, სტუმარს შეშისთვის ვინ მოაცდენს. შენ მოისვენე, შეშას მე მივხედავ.
LikeLike
დიდი მადლობა! :) :) :) აი ნამდვილი მასპინძელი.
პ.ს. აი კიდევ ერთი მიზეზი რატომ მიყვარს შენი ბლოგი. სითბო, სიმყუდროვე და გულუხვი დიასახლისი, მართლაც რომ ნეტარებაა ბლოგოსფეროსა და ონლაინ სივრცეში. :)
LikeLike
სენქს ე ლოთ!
LikeLike
aqa mshvidoba! :D qalbatono maspindzelo friad moxaruli var,rom tqventan stumrad movxvdi! <3 iseti sasiamovno migeba gaqvs, rom aba rogor ar unda momewonos sheni morigi gadasarevi posti! :* me shaqrit taflit da limnit! :D:D
LikeLike
მეც მიხარია, აქ რომ ხარ, მარიშკალია :) შაქრიან, ლიმონიან და თაფლიან ჩაისაც მოგართმევთ. შენ ბუტერბროდებიც მოგეწონება და ნამცხვრის ნაჭერიც. ჰოდა, მიირთვი, გეთაყვა :)
LikeLike
გუშინ წავიკითხე ეს პოსტი და ისე გავქანდი ჩაის დასალევად,ანგელოზის დატოვებაც დამავიწყდა და დაკომენტარებაც.
ჩემთვის ჩაი სიცოცხლის ნექტარია,დიდი ჭიქით,აუცილებლად შაქრით და ლიმნით.ნუ ზოგჯერ მურაბებით გაჯერებულიც გემრიელია თხლად წასმულ შავ კარაქიან პურთან ერთად.
მოლო ფრთები მიგრძნობს გამოგელევა მალე ჩაი და მოგამარაგებ უამრავი და ბევრნაირი მაქვს,შენ მთხოვე ან ერთად წავიდეთ საყიდლებზე.
LikeLike
შავი პური თხლად წასმული კარაქით უგემრიელესობაა….
ოლ რაიტ, თუ გამომელევა, მეცოდინება, საშველად ვის ვესტუმრო.
LikeLike
ჩაი და კარაქიანი პური ყოველ საღამოს ჩემს გვერდითაა :)
შავი ჩაი <3
LikeLike
არადა, მეგონა, კარაქიანი პური ასე ძალიან მარტო მე მიყვარდა და ბავშვობის გასტრონომიულ მოგონებებს ვაბრალებდი :) :)
LikeLike
რას ამბობ, მაგის გარეშე დილა და საღამო ვერ წარმომიდგენია, ოღონდ ისე უნდა იყოს წასმული პური რომ ჩანდეს, ან ფუნთუშა, ანუ ძალიან თხლად :D
LikeLike
პრინციპში, მე სქლად წასმულზეც არ ვიტყოდი უარს… და ყველაზე გემრიელად ჩემი ბავშვობის რუხი პური მახსოვს. ახალი, კრაწუნა, გემრიელი ქერქით – აი, ასეთი პურის ნაჭერი, კარაქი და ყველი ზედ :( :( რანაირი პური არ ცხვება დღეს, იმ გემოს მაინც ვერ მივაგენი.
LikeLike
შემოგევლე შენ ნუნ, ჩაიზე ბავშვობიდან “ვირევი” <3
პ.ს. სწორად აღნიშნე მოლი – არ ვიცი, რას გულისხმობდნენ ხილვაშიო… ახალაშობილის გარეგნობიდან თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ახლოდან უნახია დედამისს ის დრაკონი ;)
LikeLike
მარტო შენ აღნიშნე ეს პასაჟი, იაკო :)))
LikeLike
ამას რომ ვკითხულობდი, დაემთხვა რომ მეც ვსვამდი ჩაის.
ნუ..ზოგადადაც სულ ვსვამ..
მოგიჭახუნე :)
LikeLike
კარგი დამთხვევაა :) მეც მოგიჭახუნე და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე, ძვირფასო მოგვარე :) ველქამ!
LikeLike
მოლი, გუშინ საღამოვ ვფიქრობდა, რა უფრო მიზიდავს ამ ბლოგში–თქო: სტუმართმოყვარეობა, გემრიელად დაწერილი პოსტები თუ სისტემატური (ორგანიზებული) განახლება? მივხვდი, რომ ყველაფერი ერთად :)
მადლობა, გულთბილი მასპინძლობისთვის, ჩაიც გემრიელი “გცოდნია” :)
პ.ს. მე მწვანე ჩაი (უჟასმინოდ და სხვა მინარევების გარეშე) მიყვარს, თქვენ?
LikeLike
გავიბადრე სიამოვნებისგან :) ასეთ სტუმრებს სხვანაირად როგორ უნდა დახვდე, ან ჰაიჰარად დაწერილი პოსტები როგორ უნდა შესთავაზო? სრული უსინდისობა იქნება…
მწვანე ჩაის ხშირად ვსვამ, თაბუ, თუმცა, უფრო სამწუხარო აუცილებლობის გამო. საგანგებოდ ვაყენებ, ლიმონით ვაგემრიელებ, ფრიად სასარგებლოაო, ამბობენ. სიყვარულის რა გითხრა, შავი მირჩევნია.
LikeLike
მეც ვუერთდები ჩაისტებს, თუმცა ყავასაც ერთობ ვეძალები, მაგრამ ჩაი დღის მანძილზე განუსაღვრელი რაოდენობითაა, განსაკუთრებით ზამთარში. ჩაი ლიმონით და უშაქროდ. შაქრიანი ჩაი კარაქიანი პურით ბავშვობაში დავტოვე და ნოსტალგიით ვიხსენებ ):
LikeLike
სამაგიეროდ, კარაქიანი პური მე წამოვიღე ბავშვობიდან. ვერაფრით დავტოვებდი, ისეთი გემრიელი იყო :)
LikeLike
აუჰ! რა თბილი დასაწყისი ჰქონდა! უფრო თბილი დასასრული!
მოლი, შენს ბლოგზე თავს ძალიან შინაურულად ვგრძნობ! ისეთი ხარ ,რაღაც განსხვავებული და თბილი :*
შემომიარე იმედია მეც ასეთივე განწყობას შეგიქმნი <3
კარგი ხარ ,კარგი <3
LikeLike
მე გსტუმრობ ხოლმე.
მიხარია, აქ რომ შინაურულად გრძნობ თავს :)
LikeLike
მე ასკილის ჩაის ფანი ვარ. ისე ჩაის ყოველთვის ყავას ვამჯობინებ…
მოლი იმედია ყავაზეც დაგვპატიჟებ …
LikeLike
ყავაზე უკვე მქონდა დიდზე დიდი პოსტი, ნია :)
ზამთრის ბაღშია ისიც.
ასე, რომ ჩათვალე, დაპატიჟებული ხარ.
LikeLike
http://wp.me/s1gQ1e-coffee ვიცი მოლი კიდევ გვიმასპინძლეთქო იმისკენ მიგანიშნე. :) წავედი ჯეოპარდს გადავხედავ )
LikeLike
მეც არ გამიკვირდა :))
ახალი ჯეოპარდი იქნება 10 წუთში :)
LikeLike
ცხელ ცხელი ხოო? უუმმმმმმმმ…..
LikeLike
ბოსტონის კი არა და, მოლის ზამთრის ბაღში გამართული ჩაის სმაც გამომიტოვებია..
ორივე ვერსია მშვენივრად ჟღერს. ბოლო ხანს დავეჩვიე ჩაის, თორემ ყავასავით არ ვწყალობდი არც იმას. პოსტზე რა გითხრა ახალი, სასიამოვნოზე სასიამოვნო განწყობა მოაქვს:)
LikeLike
მეც მასე ვარ ზუსტად. ჩაი ამ სიბერეში შემიყვარდა, ყავას ბავშვობიდან ვსვამ.
სასიამოვნო განწყობა თუ მოაქვს, ამაზე მეტი არც მინდა – ფრიად კმაყოფილი ვარ :)
LikeLike
ეტყობა ბათუმში იმდენი სვი რომ მოგბეზრდა :)
თვარა ჩაი ყავას ვერ აჯობებს…
მე ჩაის საერთოდ არ ვსვამ… აი ხილის ესენციებით როა ქიმგაჯერებული იმას კიდევ ჰო დავლევ ხოლმე :)
LikeLike
არა, ყავა ძალიან მიყვარს. უბრალოდ, ჩაისაც გავუგე გემო. საბოლოო ჯამში, ორივეს დიდი სიამოვნებით გეახლებით.
LikeLike
ჩაი ძალიან მიყვარს მაგრამ არაფერი ვიცოდი მის წარმოშობაზე სამწუხაროდ :) ახლა გავიგე
LikeLike
სამაგიეროდ, ახლა უკვე იცი :)
LikeLike
წითელი კენკრის ჩაი.. : )
LikeLike
უგემრიელესობა!!! :)
LikeLike
მოლი რა თბილი, გემრიელი და სასიამოვნო პოსტი იყო, დიდი სიამოვნებით მივირთვი ჩაი თქვენთან ერთად და იმედია არ გეწყინათ ცოტა გვიან რომ შემოგიერთით.
ჩაის სმა ჩემთვის იმდენად შესისხლხორცებულია რომ უკვე რიტუალადაც ვეღარ აღვიქვამ, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ვცდილობ განსაკუთრებული სიამოვნება მივიღო ამ პროცესისაგან (რომელსაც სულ მცირე დღეში 4-5 ჯერ მაინც მივმართავ) განსაკუთრებულ სიამოვნებას ჩაი მაინიას ჩაი მანიჭებს, მათგან ძირითადად სხვადასხვა ჩაის ვყიდულობ ხოლმე მაგრამ მაქვს რამდენიმე საყვარელი სახეობაც, არ დავწერ მაინც რეკლამა არ გამოვიდეს :D
ჩინურ ფაიფურს რაც შეეხება ვერაფრით მომინელებია ჩემი უსაყვარლესი უნაზესი ჩინური ფაიფური როგორ გამიჩუქეს. მას მერე ვეძებ, ხან ძველი ნივთების მაღაზიებში, ხან მშრალ ხიდზე მაგრამ უშედეგოდ :(
LikeLike
სიმართლე გითხრა, მართლა დამენანა, ჩაის ასეთი მცოდნე და მოყვარული ასე გვიან რომ შემოგვიერთდი :) პროფესიონალობა თიმანიაზე და ფაიფურის ფინჯანზე გეტყობა :) თუმცა, გვიან რომ ჯობია, ის პრინციპი აქაც მოქმედებს :)
LikeLike
ხო და მაშინ მეც თქვენთან ერთად მიგულეთ :)
LikeLike
ველქამ! :) აქ ასეთ სტუმრებს ყოველთვის სიხარულით ხვდებიან :)
LikeLike
[…] ბოლოს ზამთრის ბაღში მოვიყარეთ თავი, ჩაის შევექცეოდით და ჩინებულად ვიხალისეთ. […]
LikeLike
სწორედ ახლა,ცხელ ჩაის მივირთმევ ნატიფი ფინჯნით და კავაბატას არომატით.ვნახოთ როგორ დავაგემოვნებ.აუცილებლად გაგიზიარებ :)
LikeLike
იაპონური პროზა? გამიზიარე აუცილებლად, თორემ მე მაინცდამაინც ვერ ვაგემოვნებ და, იქნებ, აზრი შემეცვალოს :)
LikeLike