რუსული სატელევიზიო ინტელექტუალური კაზინოს და ქართული “ინტელექტკლუბის” მაყურებელს, ალბათ, ძალიან კარგად ახსოვს ორივე გადაცემის “ქუდი” – უკვე წლებია, რუსი და ქართველი ერუდიტების შერკინება მაყურებელთან ჩაიკოვსკის “პიკის ქალის” ერთი მუსიკალური ფრაზით იწყება – “что наша жизнь – игра…”
“რა? სად? როდის?” დიდი ხანია, ვუყურებ. მითამაშია კიდეც და აქ ამ თემას გვერდს ვერაფრით ავუვლიდი. ესეც არ იყოს, მოლი ბლუმის ბლოგს, ვფიქრობ, ზუსტად რომ თამაშის ელემენტები და მცირეოდენი გახალისება არ აწყენდა. ამიტომ, ექსპერიმენტის სახით, ლიტერატურულ ვიქტორინას გთავაზობთ.
დასაწყისისთვის 15 კითხვა შევარჩიე – არც იმდენად რთული, ბლოგის მონახულების სურვილი დაგიკარგოთ და არც იმდენად იოლი, თამაში მოსაწყენი გახდეს. თუ ნოვაცია წარმატებული აღმოჩნდება, აუცილებლად ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩემს სტუმრებს მსგავსი თავშესაქცევი მომავალშიც არ მოაკლდეს. ახლა კი დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ინტელექტუალური თამაშების და, უბრალოდ, კითხვის მოყვარულებს სიამოვნების ხუთი წუთი გელით.
Good luck!
1. ეს ლიტერატურული პერსონაჟი თავის დროზე კუნძულ ბარბადოსის გუბერნატორმა 10 გირვანქა სტერლინგად იყიდა;
2. ასე ჟღერს უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” მთავარი პერსონაჟის სახელი და გვარი;
3. ასე ეწოდება ბორის აკუნინის დეტექტიური მოთხრობების კრებულს, სადაც ყოველი მოთხრობა სხვა, საქვეყნოდ ცნობილი, დეტექტივის ალუზიას წარმოადგენს;
4. სტოკჰოლმის ამ უბანში ცხოვრობდა კარლსონი;
5. ამ სასმელის მოყვარული გახლდათ რექს სტაუტის დეტექტიური მოთხრობების პერსონაჟი – კერძო მაძებარ ნირო ვულფის თანაშემწე – არჩი გუდვინი;
6. რომანი ასეთი სათაურით ალექსანდრე დიუმა-მამასაც აქვს დაწერილი და არტურო პერეს-რევერტესაც;
7. სწორედ ასე ერქვა ჰარი პოტერის მშობლიურ ქალაქს;
8. “იდუმალი მოვლენა სტაილზში” ამ მწერლის სადებიუტო რომანია;
9. ამ ფრანგი არისტოკრატის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია 1870 წელს დაწერილი “ბუდუარის ფილოსოფია”;
10. უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” სიუჟეტი ამ ფილოსოფოსის ტრაქტატის ირგვლივ იხლართება;
11. ნობელიანტი მწერლის ეს ნაწარმოები თავიდან გეოგრაფიის დამხმარე სახელმძღვანელოდ იყო ჩაფიქრებული;
12. 1899 წელს ავსტრალიაში დაბადებული მწერალი ქალი ჰელენ ლინდონ გოფი ამ ფსევდონიმით არის ცნობილი;
13. 2002 წლიდან ამ რომანს “14,99 ევრო” ეწოდება;
14. ანდრეი ტარკოვსკის ფილმს “სოლარისი” საფუძვლად ამ მწერლის რომანი დაედო;
15. სიტყვა “რობოტის” გამოგონებას ამ მწერალს მიაწერენ.
აჰა, გადავხედოთ აბა და ვნახო ერთი რაზე მაქვს ვადამდელი პასუხები :დ
2. უილიამ ბასკერვილელი
LikeLike
4. იქ, სადაც თავად ლინდგრენი :) – ვაზასტანში :)
LikeLike
6. ფარიკაობის მასწავლებელი :)
LikeLike
ლიბიკა სილვესტრისი თამაშობს :)
ველქამ :)
LikeLike
8. დე სადი :დ
LikeLike
უი, 8 კი არა 9 არის დე სადი :)
LikeLike
შენ კენტნომრიან კითხვებს არ აღიარებ? :)
LikeLike
:დ :დ :დ ბინარულობა მომწონს :დ
LikeLike
10. არისტოტელეს ‘პოეტიკა’ – თუ არ მეშლება
LikeLike
12. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ თუ პოპინსია, კარგია :)
LikeLike
13. 99 ფრანკი ?
LikeLike
14. ლემი
LikeLike
15. ჩაპეკია ეგ :)
ახლა დავყვები თავიდან :)
LikeLike
შთამბეჭდავად თამაშობ :) პოპინსია კი, ოღონდ – პოპინსის ავტორი პამელა ტრევერსი
LikeLike
აუ ეს სადღაც მქონდა მოსმენილი და ვერაფრით ვიხსენებ სად :დ გამართლება იყო ახლა პოპინსის ‘გამოძრობა’ :დ და ბასკერვილელზე უილიამი რომ დავწერე ვილჰელმის მაგიერ ეს არ შევიმჩნიოთ :დ
LikeLike
არა, რას ამბობ, რისი შემჩნევა :)
LikeLike
მოკლედ, დარჩენილი 6 კითხვის დაგუგვლა კი შეიძლება, მაგრამ არაა სამართლიანი :)
LikeLike
მთავარია, თუ მოგეწონა დ იხალისე :) იმ ექვს პასუხს თუ გინდა, ახლავე მოგწერ და თუ გინდა, მოგვიანებით :)
LikeLike
მომეწონა, ცხადია :) :) კითხვებზე პასუხების პოვნა ჩემი სისუსტეა :)))) არ მომწერო ახლა, თვალს ვადევნებ ვინ უპასუხებს :)
LikeLike
ოლ რაიტ, ბოსს!
LikeLike
1. კაპიტანი ბლადი :) ჩემი ბავშვობის სიყვარული :)
2. უილიამ ბასკერვილი (შონ კონერი ფანტასტიურია);
3. ნეფრიტის კრიალოსანი;
4. ვაზასტანი (ვაზასტანელი მოჩვენებაააააააააააა :) :) :))
5. მგონი, ჭიქა რძე უნდა იყოს…
6. “ფარიკაობის მასწავლებელი” (წინა კვირას წავიკითხე რევერტე);
7. ლითლ–უიგინგი;
8. აგატა კრისტი (პუაროს პირველი საქმე);
9. _ _ _ :(
10. არისტოტელეს “პოეტიკა”;
11. სელმა ლაგერლოფის “ნილსის არაჩვეულებრივი მოგზაურობა გარეულ ბატებთან ერთად”;
12. პამელა ტრევერსი;
13. “99 ფრანკი”;
14. სტანისლავ ლემი;
15. კარელ ჩაპეკი.
P.S. ვერდიქტს ველოდები :)
LikeLike
bravo :)
ის დროა, ახალი კითხვების წერას ვიწყებდე :)
ყოჩაღ, მერი :)
LikeLike
კარგი იდეაა, მოლი :)
LikeLike
ვაიმე, ვაიმე, ვაიმეეეე….
მეცხრე როგორ არ იცი.
მე პირადად მაგ სიიდან ერთადერთი ეგ მაქვს წაკითხული. :)
LikeLike
მანდ, სადღაც შუაში, ფილოსოფიური ტრაქტატია და მოგეწონა?
LikeLike
ახლა უკვე ვიცი, მაგრამ რაღა დროს :(
LikeLike
nice :)
თუ მოგეწონა, აწი უფრო კარგად მოვიფიქრებ და უკეთეს პაკეტებს დავწერ :)
LikeLike
მეც ვუყურებდი მაგ თამაშს… თან შორეული ბავშვობიდან.
აი, ბიალკოს თამაშიც კი… კარგად მახსოვსო ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც მახსოვს.
LikeLike
ბიალკოს თამაში თუ გახსოვს, დიიიიდი ხანია უყურებ… ბიალკოს თამაში მხოლოდ საიუბილეო სერიებში მინახავს.
მე ბლინოვის გუნდიდან დავიწყე. აი, სუპერ-გუნდი რომ ჰყავდა. დრუსი+დვინიატინი.
LikeLike
ჰო საიუბილეოში მეც მახსოვს… ადრე თამაშები კარგად არ მახსოვს, მაგრამ რომ მევასებოდა ბიალკო ეგ მახსოვს. :)
ეჰ… არ ვარ მე ის კაცი, ფილოსოფიურ ტრაქტატებს რომ წაიკითხავს. :)
LikeLike
ერთადერთი კაცი ვიცი, “ბუდუარის ფილოსოფია” რომ წაიკითხა და იმ ტრაქტატს ყურადღება მიაქცია. ისიც იქედან ვიცი, რომ თვითონ მითხრა. და მაინცდამაინც არ მჯერა… მანდ სხვა რაღაცებია უფრო საინტერესო :)
LikeLike
ნუ ახლა… როგორც არის. ;)
დე სადი კი მართლა საფუძვლიანადა მაქვს წაკითხული.
სიმბოლისტებმა თავიანთ ღმერთად გამოაცხადეს. აპოლინერი ამბობდა რომ დე სადიდან მოვდივართო… ჰოდა ენგრე… :)
LikeLike
ჩემი სტუდენტობის დროს საჯაროში მხოლოდ “ბუდუარი” იყო. ძველ ძცელზე გამოცემა, გაცრეცილი და თავიდან აკინძული. ნეტა, ვინ კითხულობდა ასე აქტიურად…
LikeLike
ლექტორები. :)
LikeLike
როგორ დამაინტრიგეთ :) :) :)
LikeLike
ნუ შენი ნიკის პატრონს არ დაევასება :):)
LikeLike
Ник обманчив так же, как и внешность :)
LikeLike
რა კარგი რაღაც ხდება აქ თურმე:) ჩემი თემაც დასრულებულია და ველოდები მომდევნო პაკეტს :):)
LikeLike
მომავალი პაკეტი კიდევ უფრო კარგი იქნება :)
შენი თემა? რას გულისხმობ?
დიდი ხანია, აქეთ არ შემოგიხედავს. მშვიდობაა?
პასუხების შენს ვერსიას არ დაწერ?
LikeLike
ის თემა, რომელზე მუშაობის გამოც ვორდპრესს შვებულება ვთხოვე და სწორედ ამის გამო აღარ შემომიხედავს:)
რაღა დავწერო, დაუწერიათ უკვე ყველაფერი :) შემდეგს დაველოდები…
LikeLike
მე რომ სადმე მსგავსი კითხვები მენახა, კომენტარებს ყურადღებას არ მივაქცევდი და ჩემს პასუხებს ისე ჩამოვწერდი.
აი, ამიტომ აღარ დამიმალავს ამ პოსტის კომენტარები. შემდეგისთვის გავითვალისწინებ.
LikeLike
ჰაჰა…
ფრთხილად იყავი, მაგან რეიტინგული პოსტების დაჭმა იცის :) ასე რომ, გიხაროდეს, თუ არ შემოუხედია. :)
LikeLike
დაჭმა როგორ? დანა-ჩანგლით და გულზე ხელსახოცით? :)
მაინც არ გამიხარდება – ასეთ სტუმრებს განსაკუთრებით ვუფრთხილდები ხოლმე :)
LikeLike
ბატონო??:) მეზეა საუბარი?? :) :) :) განმიმარტეთ, გეთაყვა, არ ვიცოდი, უკვე სტატუსი თუ მქონდა :) :) :)
LikeLike
საინტერესო ბლოგის ავტორის და საინტერესო-მკითხველ კომენტატორის სტატუსი. განმარტება საჭირო თუ გახდებოდა, არ მეგონა. ამასაც შემდეგისთვის გავითვალისწინებ.
LikeLike
მჭამელზე ვმეტყველებდი მე :)
LikeLike
შენ არ იყავი წორდპრესის ტოპ-პოსტებს რომ გადაუფრინე ქარიშხალივით კიარადა დინამიტივით? :)
კერპთამმუსრავი ხარ. :)
LikeLike
მე ვიყავი?? :) დინამიტივით მე ვიქნებოდი, კი, მაგრამ შემუსვრის რა გითხრა :)
ისე, შეფასება მომწონს, რაღა დაგიმალო…:)
LikeLike
რავიცი… ისეთი ამბავი იყო ატეხილი ბლოგერი ბლოგერს არ აიყვანდა ხელში….
მაგრამ მერე აკაკის გადაუარე და ბლოგერებმა შვებით ამოისუნთქეს – მოეწონათ ესეთი მეზობლობა.
LikeLike
აჰა. აქ სხვა თემაზე ყოფილა საუბარი. ოკ. სტატუსებს მაინც მოვუფრთხილდები.
LikeLike
რა სუსტი ვარ, დავკომპლექსდი. :)
LikeLike
ეს გასართობად და სახალისოდ დავწერე, დასაკომპლექსებლად კი არა :)
LikeLike
მე მართალია გვიან შემოვედი, მაგრამ ხომ შემოვედი? :)
LikeLike
ველქამ :) ხომ იცი, შენი შემოხედვა ყოველთვის მიხარია :)
ლაიქი ისევ დაგავიწყდა :)
LikeLike
ჰა, ლაიქზე უკეთესი ხომ მიიღე ჩემგან? ;)
LikeLike
კი :) უდაოდ. რეფერერების მიხედვით, ჩემი ტრაფიკი მთლიანად შენი პოსტის დამსახურებაა. დანკე.
რამდენიმე მკითხველის ლაიქზე იმიტომ ვჭედავ, რომ მათი შეფასება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და თუ არ დამხვდა, მგონია, რომ პოსტი არ მოეწონათ.
LikeLike
იმედი მაქვს, სათაურით ჩემს პოსტში შემოტყუებულ და მოტყუებულ ბითლომანებს შენმა პოსტმა მაინც მოუტანა მცირედი მორალური კომპენსაცია. :)
LikeLike
ჰმ… შემოტყუებულის და მოტყუებულის რა გითხრა. პირველმა თუ არა, ერთერთმა პირველმა ის პოსტი მე წავიკითხე (ანუ ჯერ ტოპებში არ იყო) და მაშინვე გითხარი, რომ ლორდ ვეიდერის ოქროს სტანდარტით არის დაწერილი. მართალი რომ ვიყავი, ამას რეიტინგიც ადასტურებს, თუმცა საკუთარ გემოვნებას ქლიქების რაოდენობის თვლის გარეშეც ვენდობი :)
LikeLike
სათაურის დამსახურებაა. :)
უყვარს ხალხს ლივერპულელი ოთხეული.
ქლარქსის ფეხსაცმელი რომ დამერქმია – შედეგი სხვა იქნებოდა :):)
LikeLike
სათაური პოსტის მნიშვნელოვანი ნაწილია. კარგად მოფიქრებული სათაური – წარმატებული პოსტის წინაპირობა :) ასე რომ, რეიტინგი სათაურის კი არა, ავტორის დამსახურებაა.
LikeLike
/მოშთობით უკვე მოვაშთე და დამატებით საღამოს დავამატებ. სამსახურში ფეისბუქის წვდომა შეზღუდული მაქვს/
LikeLike
:) თქვენთან შეჯიბრება არა მაგრამ, კვირის რომელიმე დღე რო იქნებოდეს მსგავსი ვიქტორინა, მოვემზადები მაინც წინასწარ :) პრიზებსაც გაათამაშებდით :)
LikeLike
ახალი პროექტია და ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დასახვეწი მაქვს. კვირის კონკრეტული დღის შერჩევა, ვფიქრობ, კარგი აზრია. მაგალითად, პარასკევი რომ ავიღოთ….
აბა ვნახოთ, სხვა მკითხველ-მოთამაშეები რას იტყვიან.
LikeLike
ar vici rogor memarteba eg, mgonia vacher da rato ar igebs,.. exla nagdad aris da-like-ebuli :sun:
mash shen kapitani bladi mogwons? uhu.. me skaramushze var sheyvarebuli.. cxovrebashi vedzeb egets… sabatinis biografis vedzebdi, magram yvelgan erti wyaroa – viki. da vikic ar madzlevs imis sashualebas, rom vifiqro skaramushis prototipi tviton mweralia :(
marto andre lui moro tu gamigebs da gavugeb :) :D :D
LikeLike
ვიცი :) შენი ბლოგ-ციტატებში პირველი სკარამუშია :) მე ბლადი მირჩევნია. უმაგრესია. ქართულად მხოლოდ ოდისეაა თარგმნილი. არადა, ქრონიკებია კიდევ და უდაჩი კაპიტანა ბლადა…
LikeLike
ბავშვობაში დიდხანს ვიხლიჩებოდი ბლადსა და სკარამუშს შორის… ორივე მიყვარდა :)
LikeLike
მე ბლადი მირჩევნია, მერი :)
LikeLike
საბოლოოდ, მეც ბლადის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, ოღონდ კაპიტანს ეს არ გაუგია :)
LikeLike
გამაცინე :)
LikeLike
რა მაგის პასუხია და ვიქტორინის შემდეგი ტური როდის იქნება? მეც მინდა, ძალები მოვსინჯო :)
LikeLike
ოთხშაბათს. ასე შევთანხმდით, ვიქტორინის დღე ოთხშაბათი იქნება.
LikeLike
კარგი, მშვენიერია ვეთანხმები მოლის, პარასკევი მაინც ისეთი დღეა შაბათ-კვირის მოლოდინში, ოთხშაბათი იყოს, კვირის შუა დღეა და სასარგებლო ენერგის რეალიზება მიმდინარეობს.
LikeLike
კარგი, ოთხშაბათი იყოს, დაველოდებით :)
LikeLike
მკითხველთა უმრავლესობას ოთხშაბათი ურჩევნია და იყოს ოთხშაბათი… ოთხშაბათის ტრადიციული ვიქტორინები გვექნება :)
LikeLike
[…] პირველმა, ექსპერიმენტულმა პაკეტმა, ვიზიტორების და კომენტარების […]
LikeLike
Molly პასუხები დამალე ხოლმე რა :( და რაც მთავარია, ბოლოს სწორი პასუხები დაწერე :))
LikeLike
აუცილებლად :) ლიტერატურული ვიქტორინა პირველი ცდა იყო და ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გვიდოდა. არტ-პაკეტში უკვე გავითვალისწინე. პასუხებს ვმალავ და საღამოს, სადღაც 7 საათისთვის ვაქვეყნებ და მერე შემაჯამებელ კომენტარს ვწერ – სწორი პასუხებით და მადლობებით :)
LikeLike
viqtorinebi gansakutrebiT miyvars da ver movitmine, rom ar damewera. milo, ert jerze bevri komentaris datoveba martla ukulturobaa?
LikeLike
ეგ ვინ გითხრა :) რას ამბობ :) არანაირად არ არის უკულტურობა :)
LikeLike