ამ ათიოდე დღის წინ ბლოგზე საინტერესო დიალოგს შევესწარი – მერი პოპინსი და ლორდ ვეიდერი ჩვენს განათლების მინისტრთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ასოციაციებზე საუბრობდნენ. ერთგან მერიმ ჯონ დიქსონ კარის პერსონაჟი – სერ ჰენრი მერივეილი ახსენა, ლორდმა – “Daily Telegraph“-ის ლიტერატურული განყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილი ყველა დროის 50 საუკეთესო დეტექტიური ნაწარმოების სია და ამ სიაზე დაწერილი პოსტი. დეტექტივების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და ჯერ ოდნავაც არ გამნელებია. 50 წიგნი ჩემი ბლოგისთვის, ალბათ, ბევრია, ფავორიტ ოცეულს კი დიდი სიამოვნებით შევადგენ.
ჩემი საუკეთესო ოცეული კლასიკურ დეტექტივებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ რომანებში დანაშაული ნაბიჯ–ნაბიჯ, დედუქციური მეთოდის გამოყენებით იხსნება, ბოროტმოქმედი პირველივე წუთებიდან მკითხველის თვალწინ ტრიალებს და წარმატებით ასრულებს ყოვლად წესიერი ადამიანის როლს, ნიღაბს კი მხოლოდ ბოლო ფურცლებზე იხსნის, უფრო სწორად, ხსნიან. ავტორთა თანმიმდევრობა აბსოლუტურად პირობითია, არც ერთ ნაწარმოებს არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს და, რაც მთავარია, პოსტის მკითხველს იმის შიში ნუ შეაწუხებს, რომ რომელიმე წიგნის მნიშვნელოვან სიუჟეტურ დეტალს ან სულაც დამნაშავის ვინაობას გავამხელ, დამოუკიდებელი გამოძიების საშუალებას წავართმევ და პირველი წაკითხვის სიამოვნებას ჩავუშხამებ…
ერთსაც დავამატებდი – ოცეული ჩემი გემოვნებით არის შერჩეული და დეტექტივების სამყაროს გზამკვლევს არანაირად არ წარმოადგენს, უბრალოდ, მოხარული ვიქნები, თუ ეს სია ჟანრის თაყვანისმცემლების ახალი სახელების აღმოჩენაში დაეხმარება და ძველებს – კიდევ ერთხელ გაახსენებს.
ახლა კი, როგორც ერთი თბილისური გაზეთის რედაქტორი იტყოდა – Let’s go to Mokhisi.
აი, ჩემი სიაც.
აგატა კრისტი – “ათი პატარა ზანგი”;
აგატა კრისტი – “როჯერ ეკროიდის მკვლელობა”;
არტურო პერეს-რევერტე – “სევილიური ზიარება, ანუ სადოლე ტყავი”;
უმბერტო ეკო – “ვარდის სახელი”;
ბორის აკუნინი – “ლევიათანი”;
არტურ კონან დოლი – “ბასკერვილების ძაღლი”;
ჯონ დიკსონ კარი – “იუდას ფანჯარა”;
დენის ლეიჰენი – “იდუმალი მდინარე”;
სიდნი შელდონი – “სისხლისმიერი კავშირები”;
ფრედ ვარგასი – “ნეპტუნის თამაში”;
დენ ბრაუნი – “ანგელოზები და დემონები”;
რექს სტაუტი – “გამბიტი”;
რექს სტაუტი – “მეტისმეტად ბევრი მზარეული”;
ჯაილს ბლანტი – “ნაზი გრიგალი”;
ბუალო-ნარსეჟაკი – “ქვრივები”;
როს მაკდონალდი. – “მძინარე მზეთუნახავი”;
ნაიო მარში – “პერის სიკვდილი”.
“აღმოსავლეთის ექსპრესი” პატარამ წავიკითხე და დღემდე მახსოვს გამაოგნებელი ფინალით განცდილი შთაბეჭდილება. დამნაშავე, რა თქმა უნდა, ვერ გამოვიცანი, თუმცა ძალიან ვცდილობდი :) ახლა კი ვხვდები, რომ კრისტისთან ეს ადვილია, რადგან ავტორი არც ერთ სამხილს არ გვიმალავს. დამნაშავეც და მოტივიც პირველივე ფურცლებიდან ხელისგულზე უდევს მკითხველს, უბრალოდ, დაკვირვება და ანალიზის კარგი უნარია საჭირო. “როჯერ ეკროიდის მკვლელობას” უნიკალური და განსაკუთრებული სიუჟეტი აქვს, კრისტიმ თამამი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა – კლასიკური დეტექტივის ერთ-ერთი ძირითადი კანონი დაარღვია და ამით რომანს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. მეტს არაფერს ვიტყვი, თავად წაიკითხეთ და, მერწმუნეთ, წინ უდიდესი სიამოვნება გელით. აგატა კრისტის თაყვანისმცემლებისთვის კი მხოლოდ ერთს დავამატებდი – ალბათ, სასიამოვნო და გასაკვირი იქნება იმის გაგება, რომ ინგლისელი მწერალი მხოლოდ დეტექტივების კი არა, რამდენიმე სასიყვარულო–ფსიქოლოგიური რომანის ავტორიც გახლავთ, თუმცა ეს უკვე ცალკე პოსტის თემაა.
“ვარდის სახელი”, “ათი პატარა ზანგი” და “ბასკერვილების ძაღლი” ჯერ ფილმად ვნახე და წიგნები მერე მოვიძიე, “ანგელოზები და დემონები” – პირიქით. დენ ბრაუნს და მის რომანს ბევრი აგდებით მოიხსენიებს, მე კი მომწონს – სიუჟეტი საინტერესოდ ჩახლართული გამოდგა, თუმცა მთავარი დამნაშავე ლენგდონ-ვეტრას დუეტზე ადრე მაინც აღმოვაჩინე. უმბერტო ეკოს შემოქმედებით ტალანტს ჩემი ქება არ სჭირდება, ხოლო არტურ კონან დოილს ისეთი ადგილი უჭირავს დეტექტივის ყველა მოყვარულის გულში, უხერხულიც კი იქნება, შერლოკ ჰოლმსის არაორდინარულ პერსონაზე, დედუქციის უნარსა და ბასკერვილ–ჰოლში დატრიალებულ იდუმალ მოვლენებზე ბევრი ვილაპარაკო.
რექს სტაუტის საკულტო პერსონაჟი – ნირო ვულფი, სამძებრო საქმესთან ერთად კულინარიის ექსპერტიც არის და მისი, ყველა გაგებით უგემრიელესი დეტექტივები, საკუთრივ ჟანრის მოყვარულებთან ერთად, გურმანებსაც დააინტერესებთ. დიეტაზე მყოფ ადამიანებს ვურჩევდი, სტაუტთან შეხვედრა დიეტის დასასრულამდე გადადონ – ვულფის პირადი მზარეულის ფრიცის კულინარიული ხელოვნება და ამოუწურავი ფანტაზია ნებისმიერ შეზღუდვაზე ჩაგაქნევინებთ ხელს…
წარმოშობით ქართველი ბორის აკუნინის დახვეწილ რუსულს თავად რუსებიც აღნიშნავენ, ერასტ ფანდორინი კი სახელგანთქმულ მაძებართა გალერეის უკვე ძალიან პოპულარული პერსონაჟია. არტურო პერეს-რევერტე, მკითხველისთვის, ძირითადად ისტორიული რომანებით არის ცნობილი, ხოლო “სადოლე ტყავი”, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე დახვეწილი, ფილიგრანული და სტილისტურად უზადოდ შესრულებული დეტექტივია.
ფრედ ვარგასის სახელი ქართველი მკითხველისთვის მაინცდამაინც ცნობილი არ არის და ბევრმა, ალბათ, არც ის იცის, რომ მამაკაცური ფსევდონიმის უკან ფრანგული ბელეტრისტიკის ძალიან წარმატებული წარმომადგენელი – ფრედერიკა ოდუენ–რუზო იმალება. მისი ნაწარმოებების მთავარი გმირი – კომისარი ადამბერგი იმდენად სანდომიანი და მომხიბლავად ახირებული ადამიანია, შეუძლებელია, ერთი საქმე მაინც გამოიძიო მასთან ერთად და ამ სერიის სხვა წიგნებს არ დაუწყო ძებნა. თუმცა, სამწუხაროდ, ფრედ ვარგასის ერთადერთი რომანი, რომელსაც ქართულ ენაზე წავაწყდი, იმდენად უგერგილოდ იყო ნათარგმნი, რომ ავტორის საქართველოში პოპულარიზაციას ვერაფრით შეუწყობს ხელს, უფრო – პირიქით.
ახალზელანდიელი მწერალი ქალი – ნაიო მარში და მისი მთავარი გმირი – როდერიკ ალეინი იმდენად უცნობია ჩვენი მკითხველისთვის, რომ, ისღა დამრჩენია, ამის გამო სინანული გამოვთქვა – დეტექტივების ქართველი მოყვარულები უდავოდ ბევრს კარგავენ.
ჩემს სიაში ჩამოთვლილ ყველა ავტორზე ცალ–ცალკე საუბარი მეტისმეტად შორს წაგვიყვანს, ამიტომ უკვე ნათქვამს დავჯერდები და პოსტს გილბერტ ჩესტერტონის ფრაზით დავასრულებ: “დამნაშავე მხატვარი და შემოქმედია, დეტექტივი – მხოლოდ კრიტიკოსი”.
შთამბეჭდავია. მე კალე ბლუმკვისტის თავგადასავლის მეტი წაკითხული დეტექტივებიდან ვერაფერი გავიხსენე :))))
LikeLike
ვინ დეტექტივებს არ კითხულობს, იგი თავისა მტერია.
LikeLike
+ million times
LikeLike
არ გყვარებია შენ დეტექტივები :)
კალე უმაგრესია :)
LikeLike
დეტექტივებზე არც მე ვგიჟდები, მაგრამ პოსტი ისე საინტერესოდ არის დაწერილი, რამდენიმე მათგანს აუცილებლად წავიკითხავ :)
LikeLike
შეგიძლია, ოცივე წაიკითხო :) არ ინანებ :)
LikeLike
კარგი გემოვნება გაქვს – რაც ჟაპრიზოთი და პერეს-რივიერტეთი დასტურდება. :)
ამათ იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი არ ახსენებს ხოლმე.
ნუ ჩემთვის პირველი მაინც ბასკერვილების ძაღლია და რა თქმა უნდა მკვლელობას მორგის ქუჩაზე აუცილებლად დავასახელებდი… ან ოქროს ხოჭოს.
პერეს-რივიერტესი მე პირადად დიუმას კლუბი უფრო მიყვარს… შეიძლება იმიტომ, რომ დოუმა მიყვარს ძალიან. :)
LikeLike
“დიუმას კლუბი” ჯერ არ წამიკითხავს, რიგში დგას ჩემი მეგობრის ბიბლიოთეკაში :) ედგარ პო კი, გამოგიტყდები, დიდად არ მიყვარს…
LikeLike
ფილმიც ძალიან მაგარია… მართალია დიუმას ამბები ამოგდებულია და მარტო მისტიკური ხაზი დარჩა, მაგრამ მაინც ძალიან კარგი ფილმია…
ნუ პოლანსკია მაინც :)
ნო ქომენთ :)
LikeLike
ფილმიც მაგარია… ჯერ ლიტერატურული პირველწყარო, მერე პოლანსკი. ცუდი როგორ იქნება… ლენა ოლინიც ძალიან კარგია მანდ :)
LikeLike
არც მე აღმაფრთოვანებს მაინცდამაინც :)
LikeLike
მადლობა :)
პოს დეტექტივები, კი. ნებისმიერ ტოპ-ოცეულს დაამშვენებდა. ათეულსაც.
სადოლე ტყავი უაღრესად ეფექტურად მთავრდება და ამიტომ ვარჩიე. დიუმას კლუბი ფანტასტიურია. რევერტე, საერთოდ, ძალიან მიყვარს.
LikeLike
აღტაცებული დავრჩი ჯერ შენი ტოპ–ოცეულით და მერე საკუთარი თავით – ყველა წაკითხული მაქვს (ცოტა–დარცხვენილი–და–ცოტა–თავმომწონე–ღიმილაკი).
LikeLike
უმნიცა :)
ლაიქი? ლაიქი არ დავიმსახურეთ მე და კრისტიმ?
LikeLike
როგორ გეკადრება, გეთაყვა :) ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უამრავ ლაიქს მიიღებდი ფანტასტიური ბლოგისთვის, დეტექტივების პოპულარიზაციისთვის, ლიტერატურის და ხელოვნების სიყვარულისთვის, უზადო გემოვნებისთვის etc :)
LikeLike
ასეთი დამსახურებისთვის, ლაიქს კი არა, ორდენს იძლევიან…
меня, может быть, даже наградят… посмертно…. (ქსუტუნისსმაილი)
LikeLike
მართალი ხარ, დაიმსახურე :)
ლაიქი მავიწყდება ხოლმე. აი ვარსკვლავები სადაცაა ის უფრო მხვდება თვალში და არ მავიწყდება :)
LikeLike
მადლობა, ლორდ :)
LikeLike
დეტექტივებს უფრო ადრეულ ასაკში ვკითხულობდი. ყოველთვის კრისტი და ჩეიზი მომწონდა. გამიკვირდა შენთან ეს უკანასკნელი რომ ვერ აღმოვაჩინე :) ორივე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ წერს. აგატასთან დანაშაული უკვე მომხდარია და მას ხსნიან, ჩეიზისთან კი გაჩვენებს როგორ გეგმავენ მას :) ხოდა ეს მხიბლავდა :)
უკვე აღარ მეგონა რაიმე სიუჟეტი თუ გამაკვირვებდა, მაგრამ 2 წლის წინ კვლავ ბავშვობის აგატა და მისი “კარტი მაგიდაზე” გამოჩნდა. მსგავსი დახვეწილი სიუჟეტი მე არ მქონდა წაკითხული. ცუდია რომ ესეც არ მოხვდა შენთან :(
“აღმოსავლეთის ექსპრესი” ერთერთი პირველი იყო რაც კრისტის წავიკითხე და პირი ისე დამაღებინა, ის გრძნობა დღემდე მახსოვს :) :)
LikeLike
ჩეიზი კლასიკური დეტექტივის ჩარჩოში ვერ ჯდება, როგორც თავადაც შეგინიშნავს, ამიტომაც დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში :) თორემ ჩემს საყვარელ ავტორებს შორის ნამდვილად საპატიო ადგილზეა.
“კარტი მაგიდაზე” უდავოდ ჩინებული დეტექტივია, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმები, რომ ოცეულში ყველა კარგი და თუნდაც ძალიან კარგი ნაწარმოების ჩატევა შეუძლებელია :)
LikeLike
რა მაგარი ხარ!!! :) მე უფრო ადრე ვკითხულობდი დეტექტივებს და შესაბამისად კლასიკოსი მწერლები შემომეკითხა. მათ შორის “ენდჰაუზის საიდუმლოება” ჩამრჩა ყველაზე მეტად გონებაში. რევერტეს წაკითხვას ვიპირებ და კიდევ სხვებისაც. ეს “სათვალიანი ქალი თოფით ავტომობილში” უკვე მომწონს, საინტერესო სათაური აქვს. :))
LikeLike
მადლობა :) რევერტეს გირჩევ – კმაყოფილი დარჩები. იშვიათი სტილისტიკის და დახვეწილობის მწერალია. აბსოლუტურად თანამედროვე, თუმცა, ყველაზე მეტად, ნაპოლეონის ეპოქაზე და ესპანეთის ისტორიაზე წერა უყვარს.
ჟაპრიზოზე არაფერს ვამბობ. სიამოვნება გარანტირებული გაქვს.
LikeLike
მე ფრედ ვარგასსაც გავუწევდი რეკომენდაციას. მართალია, პერეს-რევერტესავით დახვეწილი და ჟაპრიზოსავით პოპულარული არ არის, მაგრამ თავისებური წერის მანერა და კარგი ფანტაზია აქვს, მისი მაძებარი ევანგელისტების სამეული კი ღიმილსაც მოგგვრით აუცილებლად.
LikeLike
რევერტე ჩემი მწერალია. აი, აბსოლუტურად ჩემი. პირველიდან ბოლო წიგნამდე :)
LikeLike
ჩემიც :) ოღონდ მე მეორე წიგნიდან შემიყვარდა :)
LikeLike
პირველი რა წაიკითხე?
LikeLike
“ღირსების საქმე”. ცუდია-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ იმის შემდეგ, რაც რევერტზე მესმოდა, სხვა იმპრესიებს ველოდი და, ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუვდა.
LikeLike
“ღირსების საქმე” მე კარგად დაწერილი კინო-სცენარი მგონია. თან საინტერესო ფინალიც აქვს…
LikeLike
ზუსტად ასეა, იმიტომაც ვთქვი, სხვას ველოდი-მეთქი.
LikeLike
სამაგიეროდ, “ფლამანდური დაფისგან” და “სადოლე ტყავისგან” მიღებული შთაბეჭდილება ახლაც არ გამნელებია.
LikeLike
კლასიკა :)
LikeLike
ედგარ პოსტან უფრო მეტი მისტიკა და ბუნდოვანებაა, ვიდრე სუფთა დეტექტივი :)
ეჰმნ, სიიდან ყველა არ მაქვს წაკითხული. მოვძებნი :)
არა მგონია სიმენონი გამოგრჩენოდა, ანუ არ მოგწონს მეგრე :დ
LikeLike
პოსთან მართალი ხარ, მეც ასე მგონია. არა, სიმენონი არ მომწონს. ან ისე არ მომწონს, საუკეთესო ოცეულში შემეყვანა…
ლაიქი არა? :(
LikeLike
შენც იგივე :)
LikeLike
აპაპაპა… ქევან, არ გეკადრება.
ის ზოგადად არის მისტიკოსი და ჰორორისტი, მაგრამ როგორც დეტექტივისტი განსხვავებულია. მისტიფიკატორია და დოილი 100% მიყვება მის გზას.
დეტექტივის კანონები http://wp.me/pBTza-Nd რომელიც შეიმუშავა, სწორედ მაგას ამბობს, რომ დეტექტივში არ უნდა იყოს ზებუნებრივი ძალები და იგივე მკვლელობა მორგის ქუჩაზე – თითქოს თავიდან ჩანს რომ რაღაც ზებუნებრივი მოხდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ირკვევა.
იგივეა დოილთან – ბასკერვილების ძაღლში თუნდაც – სანამ არ ირკვევა ბოლოს რა ხდებე, ზებუნებრივის მისტიფიკაცია.
იგივეა მამა ბრაუნის ციკლი თუ წაგიკითხავს – იქაც ხშირადაა ეგეთი რამეებით თამაში.
აუ, რამხელა კომენტარი დავწერე :(
LikeLike
ჩემს ბლოგზე ასეა – კომენტარები პოსტებზე ნაკლებად საინტერესოდ არ იკითხება ხოლმე :) ნუ, თქვენი დამსახურებით :)
რაც შეეხება პოს მისტიკას – რა თქმა უნდა, პოს დეტექტივები სუფთა მისტიკა არ არის, ამაზე ვინ დაობს, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია… კრისტიზე მეტი მისტიკა ნამდვილად აქვს. სტაუტზეც. კონან დოილზეც. ახლა ვფიქრობ და მისტიკური ელემენტები დოილთან გამოკვეთილად მხოლოდ ბასკერვილების ძაღლშია. სხვაგან არ მახსენდება.
არ ვამბობ, რომ პო არ მომწონს. ოქროს ხოჭო მომეწონა. სხვა რაღაცებიც. მაგრამ ჰორრორის ან მისტიკის ოცეული რომ შემედგინა, პოს აუცილებლად მოვახვედრებდი. აქ, უკვე აღაც ვიცი…
LikeLike
აღქმის მომენტია… ხელოვნურად იქმენება ეგეთი სიტუაცია. მაგრამ ბოლოს ყველაფერს რეალური ახსნა აქვს… თან სულ რამდენიმე მოთხრობა აქვს დაწერილი… სხვათა შორის იუმორისტულში რომ გავა ისეთ მოთხრობებსაც წერდა, მაგრამ მაინც მისტიკა გამახსოვრდება. სტერეოტიპურად.
აი, ჯონ დიქსონ ქართან ხშირადაა ვითომ მისტიკა. ისიც იმ ტრადიციებშია.
დოილთანაც ბასკერვილებივით არა, მაგრამ არის სხვა მოთხრობებშიც რაღაც ელფერი… ახლა ყველას სათაური არ მახსოვს. იგივე ეშმაკის ფეხში. იგივე მაიმუნის გენი რომ შეყავს ტიპს და ხეებზე დაძვრება… უყვარს უცნაური დანაშაულებები.
ქრისთისთან ყველაფერი უფრო პროზაულია და ნათელი – აგერ მკვლელობა, აგერ გვამი, აგერ გამომძიებელი, აგერ ეჭვმიტანილები, აგერ გახსნა. სიმენონთანაც იგივე.
LikeLike
ბასკერვილების ძაღლი ყველაზე მკვეთრი ილუსტრაციაა, თორემ ისე სუსექსელი ვამპირიც ასეთია (დედა რომ შვილის გადასარჩენად სისხლს წოვს), ყვითელი სახეც, შენი გახსენებული ოთხზე მბობღავი ადამიანიც და ეშმაკის ფეხიც.
კრისტი სხვანაირია :) პროზაულს ნუ დაარქმევ :) უფრო აკადემიური. და ეს აკადემიურობა ინტერესს არაფრით უკარგავს. პირიქით…
LikeLike
იმაზე, რომ ედგარ პო გენიალური დეტექტივისტია, კამათიც კი უგუნურებად მეჩვენება. ეს ადამიანი დამსახურებულად ატარებს “დეტექტივის მამის” ტიტულს, უბრალოდ, გემოვნება და აღქმა იმდენად ინდივიდუალური რამ არის, რომ ზოგიერთი ნაწარმოები, წიგნი იქნება ეს, ნახატი თუ მუსიკა, უფრო მეტად შენეული და ახლობელია, ზოგი კი – ნაკლებად. პოს მხოლოდ “ოქროს ხოჭო” რომ დაეწერა, უკვე დიდი მწერალი იქნებოდა, “აშერთა სახლის დაცემაზე” რომ აღარაფერი ვთქვათ. უბრალოდ, პირადად ჩემთვის ის მეტისმეტად პირქუში და დამთრგუნველია, რაც, ცხადია, მის ტალანტს იოტისოდენადაც არ ამცირებს.
P.S. აგატა კრისტის “საოჯახო დეტექტივებს” კი თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვთ და, გარდა ამისა, “ნაცრისფერი უჯრედების” სავარჯიშო არაჩვეულებრივი შესაძლებლობაც გახლავთ (IMHO) :)
LikeLike
“ჩემთვის ის მეტისმეტად პირქუში და დამთრგუნველია”
აი. ზუსტად. ჩემთვისაც ასეა :) და კრისტის “საოჯახო დეტექტივები” მირჩევნია. პოს ცუდად არ ვახსენებ, უბრალოდ კრისტი და სტაუტი უფრო ჩემია.
აშერთა სახლზე ბრედბერი გამახსენდა. მარსის ქრონიკებში ერთერთი ეპიზოდია – აშერთა სახლის დაცემა-2. საინეს ფიქშენი დღეს მოდაში არ არის, მაგრამ ჩემი ბავშვობის სიყვარულია და ერთხელ აუცილებლად უნდა დავწერო.
LikeLike
პოპინს, ფბ-ში OK მაიტა. :) რა იცი რაში გამოგადგები. :)
LikeLike
აუცილებლად :)
LikeLike
მეგონა რომ ლაიქი მოგეცი, არა უშავს, ახლა მოგცემ, ეს პოსტი იმსახურებს :)
პო არ არის სუფთა დეტექტივი მეთქი, როცა ვთქვი ის ვიგულისხმე, რომ როცა დანაშაული ხდება როგორც წესი, არავინ არ მიაწერს, მკვლელობას დავუშვათ, რაიმე ზებუნებრივ მოვლენას. არის ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი, რომელსაც ჰგონია, რომ რაღაც მისტიკა არის, რომ ამას ხორციელი ადამიანი ვერ იზამდა… ასეთი მისტიკური მომენტები ყველაგან არის, ყველა რომანში, რა ჯეინ ეართან არ არის? როჩესტერის გამოკეთილი, შეშლილი ცოლი და გარშემო მეზობლებს რომ ეგონათ რაღაც მისტიკურ მოვლენას ჰქონდა ადგილი მოჩვენების სახით… ან უილკი კოლინზის “ქალი თეთრებში”.. ასეთი მისტიკა და საიდუმლოების მოცული ამბები ყევლა რომანში არის, მაგრამ ყველა დეტექტივი ხომ არაა?
ისე შენი არ იყოს, მეც რამდენი დავწერე :დ
ხო, შერლოკას რაც შეეხება, საერთოდ ინგლისური დეტექტივი სხვანაირია, გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისელებს სჯერათ მოჩვენებების და ზებუნებრივი ძალები უყვართ ძალიან :)
სუფთა მისტიკა, სუფთა დეტექტივი, სუფთა თვგადასავალი, სუფთა ჰორორი, ეგრე სადაა, ყევლაგან რაღაც შეიძლება იპოვო, მაგრამ ყველაფერი შედარებითია :)
კრისტისთნ ეგრე ყველაფერი პროზაული არაა, მახსენდება ერთი, როცა დისწული დეიდას მოკლავს მისტიკური წარმოდგენების წყალობით, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ის ანდეძი, სადაც თვითონაა მემკვიდრედ მოხსენიებული, იმ საბედისწერო დროს დაიწვა და ბოლოს ვერც იგებ, მისტიკაა თუ უბრალოდ დამთხევვა თუ დაუდევრობა თუ რაც…
LikeLike
მადლობა მადლობა :) ხომ ვამბობ, კომენტარები ისეთია, ყოველი მეორე ცალკე პოსტად რომ ივარგებს :) მკითხველებიც ასეთი უნდა გყავდეს! :)
ამას წინათ კლასიკური დეტექტივის კანონებს ვეძებდი, მეგონა რაღაც მწყობრი სისტემა იქნებოდა ჩამოყალიბებული. შენც არ მომიკვდე. 10 წესიო, 20 წესიო… ასე რომ, სუფთა დეტექტივის კრიტერიუმები დასადგენია და ჩვენ დავადგინოთ აქ :) დეტექტივის მოყვარულთა კლუბი ჩამოვაყალიბოთ და ისე :)
LikeLike
ბრედბერი ძაან მიყვარს. :)
არის კანონები, როგორ არა. ქევანას მაგაზე მივუთითე. იმ პოსტში (დოილზეა ეგ პოსტი) მიწერია მაგ წესებზე, რომელიც ფოუმ ჩამოწერა და დოილი, ქარი და სხვები მიყვებიან.
ქრისთი მეტ-ნაკლებად,
მაგალითად ის როა… სადაც დამნაშავე ყვება რა ხდება. ეგ ეწინააღმდეგება კანონს.
ნამდვილი მისტიკა აი დიუმას კლუბია :)
LikeLike
ახლა “ფარიკაობის მასწავლებელს” ვამთავრებ და პირდაპირ “დიუმას კლუბზე” უნდა გადავიდე :) ასეთი რეკომენდაციების შემდეგ უგემრიელეს ნუგბარს ველოდები :)”
LikeLike
რევერტე ფორევერ!
სამხრეთის დედოფალი ვერ ვიშოვე :( ნეტში ალბათ იქნება, მაგრამ წიგნად მინდა. მოსკოვში რამდენი იკითხეს ჩემიანებმა, გვქონდა და გათავდაო…
LikeLike
კანონები არის, კი, ათეულიც ვნახე და ოცეულიც. ოღონდ, მეტ-ნაკლებად უნიფიცირებული, ერთიანი და უნივერსალური – ვერა. როჯერ ეკროიდის მკვლელობაშია ის კანონი დარღვეული და კი მიწერია პოსტში. თან რა ოსტატურადაა დარღვეული… გავოგნდი. კულტუროლოგიური შოკი მქონდა.
LikeLike
მეც :) და ვთვლი, რომ კრისტიმ “როჯერ ეკროიდით” ახალი სიტყვა თქვა დეტექტივის ჟანრში. ყოველ შემთხვევაში, მსგავს ხერხს არსად წავწყდომივარ. რა თქმა უნდა, ჩეიზს არ ვგულისხმობ, სადაც თხრობა ხშირად მიმდინარეობს პირველ პირში და არცთუ იშვიათად – დამნაშავის მიერ, რადგან ეს სრულიად სხვა შემთხვევაა.
LikeLike
ჩეიზი სხვაა, მერი. პოლიციურ რომანში ეს ყოფითი და ჩვეულებრივი ხერხია. კლასიკურ დეტექტივში – პირდაპირ აკრძალულია და იმიტომაც არის ეკროიდი შედევრი :)
LikeLike
მეც მაგას არ ვამბობ? :) :)
LikeLike
ააა ეგაა… რაღაც როა ვიცი, მარა რომელი იყო არ მახსოვდა.
არ წამიკითხავს და მიტომ. :)
არა მე პირველად კანონებზე ვწერდი, რომლებიც თავად მეტრმა შექმნა. :) მერე ბავრი იყო კიდევ.
იდეა რაში იყო იცი, ფოუ ამბობდა რომ არ უნდა ემაიმუნო მკითხვალს, იმიტომ რომ მკითხველი არის გამომძიებლის კოლეგა და კონკურენტი – ამიტომ არ უნდა დაუმალო სამხილი და ა.შ…. და თუ მაგარი ხარ – ბოლოს მაინც გაკვირვებული დატოვეო.
ნუ კიდევ სხვა წესებიც იყო, მაგრამ აქედან გამოდის სხვებიც. მე მომწონს ეს წესი, პატიოსანი წესია. :)
LikeLike
ასე რომ… ვისთვის შედევრია – ვისთვის აფერისტობა. :)
მარა არ წამიკითხავს და არ სევაფასებ.
LikeLike
რა არ გამიგონია, ადიბასის ლანძღვაც მომისმენია და გოჩა მანველიძის ქებაც, მაგრამ ეკროიდი აფერისტობააო, პირველად მესმის :)
LikeLike
უკვე შეაფასე და თანაც ისე უსამართლოდ, რომ გაკვირვებული დავრჩი :(
LikeLike
მეც მომწონს, თუ არაფერს უმალავ და ბოლოს მაინც გაკვირვებულს ტოვებ, ძალიან მაგარი უნდა იყო.
ჰოდა, კონან დოილს არ მოსწონდა ალბათ. მკითხველს შანსი თითქმის არ აქვს. დეტალების ნახევარზე მეტს ჰოლმსის საფინალო მონოლოგიდან იგებს. თურმე იმ კაცს მუხლები დასვრილი ჰქონია და იმით მიხვდა, რომ რაღაცას თხრიდნენ და ასე შემდეგ… მიდი და ეძებე. შანსი არ არის.
LikeLike
ჯონდიქსონაც მაგრად აფერისტობს. :) აი, ძაან მაგრად.
ჰოლმსი ესე რა… უბრალოდ გაკვრითა აქვს რაღაცეები. რაღაცეებს, ალბათ, მართლაც მალავს… ეგრე დეტალებში არ მახსოვს. :)
LikeLike
კოლინზის “ქალი თეთრებში” თრილერის ელემენტებსაც ატარებს, როგორც მახსოვს, დაფნა დიუ მორიეს მსგავსად… თავისთავად ცხადია, რამდენიმე ჟანრის შეზავება ნაწარმოებსაც უფრო საინტერესოს ხდის და ავტორის ოსტატობაზეც მეტყველებს. პო მსგავსი ლიტერატურული კოქტეილების ვირტუოზია :)
LikeLike
ისე, კი სინამდვილეში კლასიკური დედუქციური დეტექტივის ფუძემდებელი არის ვიდოკი – აი ფილმიც როა ის სწორედ.
LikeLike
ვიდოკი – ყოფილი დამნაშავე და Sureté Nationale-ს პირველი შეფი :) სამძებრო საქმის გენიოსი იყო :)
LikeLike
და პირველი კერძო დეტექტივი, ვინც ამ საქმით კაი ფულს შოულობდა. :)
მაგის ჩანაწერები წაიკითხა და მაგან მოახდენა გავლენა.
ისე, ფილმიც კაია და დეპარდიე ხომ საერთოდ კონგენიალური :)
LikeLike
რომ გითხრა დეტექტივებზე ვგიჟდებითქო მოგატყუებ, მაგრამ პოსტი ძალიან საინტერესოა :)
LikeLike
სენქს ა ლოთ :)
LikeLike
exla davakvirdi rom chrdilo evropelebis deteqtivi migdebulia ise: arc shveduri, arc shveicariuli, arc germanuli… why?
ra daashava fridrix diurenmartma? axlaxalns xelt momxvda misi “avaria”… magaria, sulis shemkvreli, fsiqologiuri..
an mai sheval, pier vale – egenic magrebi arian :d :d
LikeLike
ეს ხომ ოცეულია… მეტი ადგილი არ იყო :) თან დღენახევარი ვფიქრობდი ამ პოსტზე :) ერთი თვე რომ მეფიქრა, გეოგრაფიულ ბალანსსაც დავიცავდი :)
ახლა ვფიქრობ, ქევან და ერთი აზრი მომაწოდე – ამ პოსტს პ.ს. უნდა დავუწერო. სიაში ვერ მოხვედრილ და კომენტატორების მიერ მოსაკლისებულ წიგნებზე…
LikeLike
მაშინ მე სტიგ ლარსენის “გოგონა დრაკონის ტატუთი”-ს გავუწევდი რეკომენდაციას..
LikeLike
და მთლიანად ტრილოგიას.
თუმცა არის კიდევ ერთი შვედი დეტექტივისტი – ჰენინგ მანკელი, რომელიც ლარსონზე უფრო მეტადაც მომწონს.
LikeLike
ჩემი და სულ მეუბნება, დეტექტივები იკითხე, ტვინს ავარჯიშებსო, მე კი არ ვუჯერებ :) ისე ვატყობ სულ ტყუილად :)
LikeLike
ჩემი აპლოდისტმენტი და კომპლიმენტები შენს დას :)
დეტექტივების სიყვარული ჭკუაზე და ინტელექტზე მეტყველებს…
LikeLike
დეტექტივებს აქამდე არ ვწყალობდი, გასულ ზაფხულს კი ძალიან ჩამითრიეს :)
LikeLike
და რამ შეგაცვლევინა აზრი? რა წაიკითხე?
LikeLike
აგატა კრისტის “მივიწყებული მკვლელობით” დავიწყე და მერე სხვებიც მივაყოლე. ახლა აღმოსავლეთის ექსპრესს ვკითხულობ და მკვლელი ჯერ ვერ დამიჭერია :))
LikeLike
ერთერთი საუკეთესო კრისტია… აი, მართლა საუკეთესო. გამაოგნებელი ფინალით.
LikeLike
ჰოდა ეგერ Dr. Alex Cross სერია გადმოვქაჩე და ჩავუჯდე უნდა ნელ-ნელა…
LikeLike
მორგან ფრიმენი მომწონს. ალექს კროსის როლში – განსაკუთრებით :)
LikeLike
ლინკი დაიდოს, მეც მინდა :დ
LikeLike
რისი ლინკი გინდა ფილმის თუ წიგნის? :)
ყველაზე კაი ბუკლიოთეკების ლინკები აქ მაქვს შეგროვებული> http://www.facebook.com/home.php?sk=group_108390449226783&ref=notif¬if_t=group_activity
დისკუსიებშია უფასო ელექტრონული წიგნები.
LikeLike
ფილმისა :)
LikeLike
ეგ კიდევ უფრო ადვილია – ავოე ჯი :)
აკოცე გოგონებს და როცა მოვიდა ობობა
Kiss the Girls და Along Came a Spider
LikeLike
მეც ფილმის მირჩევნია :) მადლობა, ლორდ :)
LikeLike
uvaaa zogierti gagonilic ar mqonda ^_^ nice nice
didad madlobeli gaxlavar siisatvis :D
da kidev revertes – flamandskaia daska caikitxe , sheizleba deteqtivze sheni carmodgena cota tavdayira daayenos <3
LikeLike
რას ამბობ :) ფლამანდური დაფა ჩემი სიყვარულია :) ძალიან დახვეწილი და უზადო სტილით დაწერილი. თან, საქმე მხატვრობას და ჭადრაკს ეხება და ერთიც ძალიან მიყვარს და მეორეც…
უბრალოდ, ოცეულისთვის “სადოლე ტყავი” ვარჩიე. კლასიკური დეტექტივი ეს უფროა, თან მკვლელის ვინაობას ბოლო სიტყვით ვიგებთ (მართლა ბოლო წინადადებით და ბოლო სიტყვით) და ეს მომეწონა :)
რევერტე, ზოგადად, ჩემი ფავორიტია. აი, ყველა ყველა ყველა წიგნი.
LikeLike
მხოლოდ კრისტი,რევერტე,დოილი,დიკსონი,ვარგასი,ბრაუნი მაქვს წაკითხული.
ჰოლმსი ჩემი საყვარელი დეტექტივია,მასში ზუსტად ის მხიბლავდა რომ სამხილებს საფინალო მონოლოგიდან ვიგებდი,დავამუღამე ჰოლმსის დედუქცია და ყოველი ახალი დეტექტივის კითხვისას ვცდილობდი სავარაუდო დამნაშავე ამომეცნო და თუ ამოვიცნობდი ბედნიერებისგან მე–9 ცაზე დავფრინავდი))
კრისტის “სიკვდილი უცნაურ სახლში” და “მიძნებული მკვლელობა” არავის უხსენებია.
რევერტე კი უბრალოდ ფავორიტია!!!
LikeLike
შენ თუ დამნაშავეს ჰოლმსზე ადრე პოულობდი, ყოჩაღ… მანდ, ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ძნელია. დოილი ბევრ რამეს მალავს.
კრისტის სამი რომანი მაქვს სიაში და რომ დამჭირვებოდა ოცდასამსაც ვიპოვნიდი, იმდენად მიყვარს. უბრალოდ, სხვებისთვის არ დამრჩებოდა ადგილი.
მომწონს რევერტეს შეფასება :) კარგი გემოვნება გქონია :) ნაის :)
LikeLike
ისე, დეტექტივებს არ ეხება, მაგრამ დოლის ბრიგადირ ჟერარის მოთხრობები წაკითხული გაქვენ?
LikeLike
ინგლისელები და მელია :დ :დ ეხლა ეს მახსენდება მაგის თავგადასავლებიდან :დ
გამაგდეთ დასაძინებლად :დ :დ
დაიცა, სხვაც უნდა ჰქონდეს დოილს, ორ ძმაზე, ალან.. აღარ მახსოვს, მერე ეს უმცროსი ბერებთან რომ იზრდებოდა, მოწიფულ ასაკში დატოვებს მონასტერს ქვეყნიერების სანახავად და მოკელდ ათასი რაღაც გადახდება :(
LikeLike
კი ეგაა. :) და სხვებიც.
მიუნჰაუზენის პონტია რა და კარგი იუმორით დაწერილი ისტორიები…
LikeLike
ჟერარის კითხვა დეტექტივის იმედით და მოლოდინით დავიწყე… ცოტა ხანში უკვე ხმამაღლა ვხარხარებდი… ნიჭიერად დაწერილი მოთხრობებია და დოილი, როგორც ჭეშმარიტი ინგლისელი, უმოწყალოდ დასცინის ბაყაყიჭამია ფრანგებს :)
LikeLike
“თეთრი რაზმი” ხომ არა? მეც ბუნდოვნად მახსოვს რაღაც მსგავსი…
LikeLike
არა თეთრი რაზმი ასწლიან ომზე არის მგონი… ეგ არ წამიკითხავს.
ბრიგადირ ჟერარის ციკლი – ორი პატარა კრებულია ჟერარზე, რომელიც ნაპოლეონის გვარდიელი იყო და ბრიგადირობამდე გაიქაჩა. ბუხართან ზის და ყვება თავისი გმირობების ამბებს ნაპოლეონის ომებში…
საბავშვოა მამენტ, მარა მე დიდობაში წავიკითხე :) ხალისიანია ძაან…
თან მე ნაპო მევასება :)
LikeLike
და ინგლისელ რაინდზე… ძმა არ ყავს მგონი იქ… ნუ სიუჟეტი როგორც ვიცი.
მაგრამ მერე მაგის პრიკველი დაწერა კიდევ… ისევ ასწლიან ომზე.
LikeLike
ჟერარი ნაპოლეონს რომ ახლდა მოსკოვში, ის არ არის? არ მაქვს წაკითხული, უბრალოდ, საიდანღაც ვიცი, მანდ ერთ პერსონაჟს ყველაზე მეტად წითელი და თეთრი ფერი ეზიზღება, იმიტომ რომ კარგად ახსოვს სურათი – როგორ ტოვებდა რუსეთიდან გაქცევისას ფრანგული კავალერია თეთრ თოვლზე წითელი სისხლის კვალს..
LikeLike
კი რუსეთის კამპანიაზეც ყვება. ეგაა.
იწყება კორსიკის ამბებით და მთავრდება გადასახლებით.
ისე, კარგი იუმორის გრძნობა რომ ქონდა, ჰოლმსიანაშიც ჩანს ადგილებში.
ოჯახში სულ იუმორისტები და კარიკატურისტები ყავდა – მაქედანაა ეტყობა. გენები უჭყივის ;)
LikeLike
შენ ნაპოლეონი მოგწონს? რევერტეს “არწივის ჩრდილზე” რას იტყვი?
LikeLike
ჟერარის ციკლი კარგად მახსოვს. “თეთრი რაზმით” ქევანას მოგონებებს გამოვეხმაურე :)
LikeLike
ჰო… მერე მივხვდი. :)
უბრალოდ დაშბორდში ზედა კომენტარი არ დაეტია და გვიან წავიკითხე :)
და კიდევ სპირიტიზმის სახელმძღვანელო აქვს დაწერილი. :) ძაან ფანატი თუა ვინმე – ეგეც ექნება წაკითხული :):)
ისე როგორც დიუმამ კულინარიის წიგნი დაწერა და ასე ამბობდა – ამაზე მაგარი ცხოვრებაში არაფერი დამიწერიაო :)
LikeLike
მეც, კარლსონის არ იყოს, უკვე მოწიფული და ზომიერად ფერხორციანი გახლდით :) მაგრამ ჟერარი ძალიან მომეწონა :)
LikeLike
არაა, გამაგდეთ დასაძინებლად.. ჰოპლა მითხარით ან აბრაკადაბრაკა … ან რავი :დ :დ
LikeLike
რატომღაც ვორდპრესს შენი კომენტარი სპამი ეგონა. გადავარწმუნე. აწი აღარ დაგმალავს.
LikeLike
რას მერჩის :(
LikeLike
აქ ჩვენ პრაქტიკულად კი არ ვაკომენტებთ – ვჩატაობთ… ჰოდა არ დაევასა ეტყობა ვორდპრესს :)
ეგ რივიერტე არ წამიკითხავს… ანოტაცია არ მევასა. :) ნაპოლეონს რომ დაეთესება და რუსების მხარეს გადადის ეგ ტიპები არ მევასებიან მე. ;)
LikeLike
ჰო, მინი-ფორუმი გვაქვს გახსნილი :) რა თავგადადებული ბონაპარტისტი ყოფილხარ :)
LikeLike
;)
მიყვარდა ისტორია… რომი და ნაპო. მემუარები და რავი რეები არ მაქვს წაკითხული. :)
მაგრამ ნალოპეონს მოგვიანებითაც დავუბრუნდი – იმიტომრომ მაგის რეფორმებმა შეცვალა ევროპა და დღემდე მაგაზე ვდგავართ.
მოძრაობის წესებიდან დაწყებული ეკონომიკური რეფორმებით დამთავრებული…
მოლი, შენ იურისტი ხარ?
ნაპოლეონის კოდექსი კიდევ.
LikeLike
თავად ნაპოლეონი ამბობდა – ჩემი ჭეშმარიტი სადიდებელი მოპოვებული გამარჯვებები კი არა, სამოქალაქო კოდექსიაო…
LikeLike
კი, ლორდ, ნაპოლეონის კოდექსი.
დღევანდელ კერძო სამართალს ნაპოლეონის კოდექსები აქვს საფუძვლად.
რჩეულ მემუარებს გამოსცემდა ერთი ქართული გამომცემლობა და მეორე ტომი, თუ სწორად მახსოვს, ნაპოლეონი იყო.
LikeLike
ეგ არ მახსოვს… მე სტუდენტობის დროს ვკითხულობდი. კოლენკური, ტალეირანი
და რავი….
მაგის ფინანსური სისტემის რეფორმაზე თემის დაწერასაც კი ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს შევცვალე და ამერიკისაზე დავწერე :)
LikeLike
ახალი გამოცემაა ეს მემუარები. შარშან დაიწყეს. ნაპოლეონი, კაზანოვა… კიდევ რაღაცებია. ოცტომეულს გეგმავენ.
ჩემი დიპლომი ისეთ თემაზე დავწერე, წესიერ საზოგადოებაში არც ითქმის.
LikeLike
ვინ ჰკითხავს ვორდპრესს, ჩემს ბლოგზე ვაკომენტარებთ თუ ვჩატაობთ.. უჰ…
მითუმეტეს, რომ ყველაზე მეტად აქ ზუსტად რომ კომენტარები მომწონს და ის, რომ ვისაც რაზე უნდა, იმაზე საუბრობს და უყურადღებოდ არც ერთი კომენტარი რჩება.
დათესვას აპირებდნენ,. მაგრამ არ გამოუვიდათ… მართლა ძალიან კარგია. ჩემთვის ერთერთი პირველი რევერტე იყო და გემრიელად წავიკითხე.
LikeLike
ნუ თუ არ გამოუვიდათ კარგია :):)
ესპანელ რივიერტეს რა თქმა უნდა არ ევასა, თავისი ძმა იოზეფა რომ დაუსვა ტახტზე. მისიც მესმის. :) და კიდევ ბლომად ნახატები რომ გამოზიდა იქედან :):)
LikeLike
2 მაისის ესპანურ აჯანყებაზეც აქვს წიგნი. ოღონდ, ჯერ არ წამიკითხავს. თბილიში ვერ ვიპოვნე.
LikeLike
მეც მომეწონა… ნაპოლეონის გენიასაც ხარკს უხდის და რეალობასაც :)
LikeLike
ნაპოს მე ჰანიბალ ბარკა მირჩევნია :უსერ: რომი…
:დ :დ
LikeLike
ჰანიბალ ბარკა კართაგენელი არ იყო, ქევან? :)
LikeLike
კი, მაგრამ რომს ებრძოდა და რომი… ეხ,… რომი… ლორდმა რომი და ნაპო მიყვარსო :დ
LikeLike
ლორდს დახვეწილი გემოვნება აქვს. თან, ისტორიკოსია…
LikeLike
მერე რო ებრძოდა იმიტომ დაიჭირა კაი ჩიტი :)
არა, არ ვარ ისტორიკოსი.
სკოლაში ყველაზე საყვარელი საგანი კი იყო, მაგრამ ისტორიკოსი არ ვარ. :)
LikeLike
ეხლა ნაპოს დაჭერილი კაი ჩიტებიც ჩამოვთვალოთ :დ :დ :დ
ჩემს ჰანიბალს დაანებეთ თავი, მაგის მერე კეისარი დგას და მერე.. ჰმ… მესამეზე ვინ მყავს? ცხადია მაკედონელი არა, ვერ ვიტან მაგას :|
LikeLike
ქევანას ხომ ასწავლიდი ისტორიას :)
LikeLike
როგორც ჩანს არა – აბა ჩემი მოსწავლე ჰანიბალს ახსენებდა ახლა? :)
ნაპომ გადაატრიალა ევროპა და მსოფლიო ცენტრალური ბანკების სისტემა მაგის მოგონილია და კოდექსი და უამრავი რამე. აკადემია დააფუძნა და რა აღარ მოასწრო. :)
ასე რომ ჰანიბალი ვერ შეედრება. :)
LikeLike
ახლა ქევანასაც მოვუსმინოთ :) ქევანასაც ექნება არგუმენტები. ბოლოს და ბოლოს, ატესტატში შენი ხუთიანი უწერია.
LikeLike
ლოოლ, არ დაინდეს ჰანი.. :დ :დ :დ
საბედნიეროდ ჩემი “დაპროგრამება” ვერ მოასწრო ლორდმა და იმიტომ არის ჰანიბალს რომ ვახსენებ :დ :დ :დ
LikeLike
ზურა ბიწაძის ხელია :)
ისე, ამ დღეებში შევხვდი კლასელებს და მოვუყევი ბიწაძე თურმე რამდენი ხანი შემორჩენილა სკოლას. ჯერ მე რომ მასწავლიდა მაშინ იყო ალბათ 60-კენ. და შენ რომ გასწავლიდა… საკაცით დაატარებდნენ? :)
ოთარა მაიცნ ახალგაზრდა იყო და არ მიკვირს.
LikeLike
რა საყვარლად ამბობ “ჰანის” :) :)
მიხო მოსულიშვილი წერდა ერთგან, ფეისბუქზე შექსი დავიმეგობრეო :)
რა მაგის პასუხია და ახლა ვნახე – ნეტგაზეთში კიდევ ერთ ჩემს პოსტზე დაწერეს – ამჯერად ბლოგო-პრესაში ასტრიდით მოვხვდი :)
LikeLike
აჰ, არგუმენტები გინდათ ხო? ოკ..
ნაპოს გენერლები :დ
ნაპოს წარუმატებელი ლაშქრობა რუსეთში
ნაპო და ინგლისი – კონტინენტური ბლოკადა
და ა.შ.
ბოლოს ხო დაიჭირეს მაინც ეგ :დ :დ
ჰოდა, ჰანიბალი კიდე სამხედრო საქმეში ღმერთი იყო : ) ერთში იყო და იმაში იყო ძლიერი….
LikeLike
ბიწაძე საკაცით არა, მაგრამ რკინის ჯოხით კი დადიოდა :დ :დ :დ
ისე მაგ სკოლაშ ბებერი მასწავლებლები, ბევრი შემორჩნენ :დ :დ
რა ცისანა ნაკლები იყო? ქიმია…
LikeLike
ასაკი ყოველთვის მინუსი არ არის, ქევან… ზოგჯერ უკეთესიც კია.
LikeLike
ჰო : )
ასაკი გულისხმობს რომ რაღაც გამოცდილება აქვს.. მნიშვნელოვანი გამოცდილება…
დეტექტივებშიც ასე არაა? :დ :დ ცხოვრებისაგან დაბრძენებული და მრავლის მნახველი დეტექტივები თუ მოყვარული მაძიებლები :დ :დ
LikeLike
ჰო :) პუარო, მარპლი, ვულფი, ჰოლმსი…
თუმცა, ბოლო სერიალში ჰოლმსი ახალგაზრა ბიჭია.
ნახე შერლოკი?
მე ვნახე სამი სერია და ძალიან მომეწონა.
LikeLike
აუ პოლონური დეტექტივი.. რა გამახსენდა… ლოლ, ერთი პერიოდი მოზარდობისას მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი, რადგან ერთ პოლონურ დეტექტივში მოყვარული გამომძიებელი იყო ჟურნალისტი :დ :დ და მეგონა რომ ასე მაინც მივუახლოვდებოდი ჩემს საყვარელ საქმიანობას… ლოლ, რა ბავშვური აზრები იყო მაშინ…
LikeLike
პოლონური დეტექტივებიდან ხმელევსკაიას მეტი არავინ ვიცი :( არადა ბევრი იბეჭდებოდა ჩემი ბავშობის დროს. პოლონური, უნგრული, ბულგარული, კუბურიც კი.
LikeLike
“საიდუმლო ხელჯოხში” :)
LikeLike
“საიდუმლო ხელჯოხში” :)
LikeLike
დეტექტივის ცოცხალი ენციკლოპედია ხარ, მერი :)
LikeLike
ცისანა როცა ახალგაზრდა იყო, არც მაშინ იყო სკოლაში გასაჩერებელი :) ერთხელ რაღაც კოლბა გაუსკდა გაკვეთილზე მჟავით – კიდევ კაი ცოტა ესხა შიგ თორემ კაი დღე არ დაადგებოდა არც თვითონ და არც პირველ მერხებს :)
ყველა-ყველა და გენერლებს რას ერჩი?
ყველა შეფასებიტ ყველა დროის საუკეთესო ნაკრები იყო გენერლების. დრიმ თიმი. :)
რუსეთის კამპანია კიდე მოიგო. :) მოსკოვი აიღო და რა ექნა მეტი. :)
ჰაჰა… ახლა გამახსენდა, ფორუმზე ისტორიული თემა იყო ნაპოლეონზე… იქ დავწერე, რომ ქართველებს ორი სულელი ბაგრატიონი გვყავდა – ერთი რუსებს ეხმარებოდა შვედების დამარცხებაში და მეორე კიდე ფრანგების დამარცხებაში.
წავედი მე სანამ ვორპრესმა სპამში ჩამწერა :)
LikeLike
აღებულს შენარჩუნება არ უნდოდა?
და ალექსანდრეს და პეტრეს გარდა სხვა სულელი ბაგრატიონი არ გვყოლია, ლორდ?
ეს ორი კი… რას იქაჩებოდნენ ნეტა.
ვორდპრესს ვინ კითხავს, რო?
LikeLike
General Moroz :)
LikeLike
სადაც მოსკოვთან ტანკებში საწვავი გაიყინა, ნაპოლეონის ზიზია ჰუსარებს რა მოუვიდოდათ….
LikeLike
პიტერ კერის თუ გაქვთ რაიმე წაკითხული, ბუკერის პრემიის მმფლობელია, გუშინ “ოსკარი და ლუსინდას” ვუყურე მისი ყველაზე ცნობილი რომანის ეკრანიზაციაა და ძალიან მომეწონა. დავინტერესდი მისი შემოქმედებით :)
LikeLike
ვერ ვიხსენებ :( დეტექტივია?
LikeLike
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D1%8D%D1%80%D0%B8,_%D0%9F%D0%B8%D1%82%D0%B5%D1%80
LikeLike
მადლობა :) აუცილებლად დავათვალიერებ.
LikeLike
ფილმი ნახე, ფაინსი და ბალნშეტი თამაშობენ. მოგეწონება :)
LikeLike
ბლანშეტი მომწონს. ფილმსაც ვნახავ :)
LikeLike
deteqtivebze vafanateb :)
LikeLike
მეც :) პოსტს არ ეტყობა? :)
LikeLike
გადმოვედი, დავათვალიერე, დავინტერესდი, წავიკითე, თავი დებილად ვიგრძენი..მომინდა ამ ყველაფრის წაკითხვა,ნერვი მომეშალა, რომ არ მაქვს ზედმეტი დრო..
^_^ რა სასარგებლო პოსტია :))))))
LikeLike
არ ღირს ნერვების მოშლად :) თან ერთ თვეში ხომ არ უნდა წაიკითხო. მთელი ცხოვრება წინ არის. დრო საკმარისი გექნება :)
LikeLike
ikneb momcet gverdi sadac agata kristis nawarmoebebi sruli versiit ikneba? :(
LikeLike
სრული ბიბლიოგრაფიის რა გითხრათ, ახლა ლიბ.რუ-ს გვერდი გამახსენდდა. საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია.
http://lib.ru/DETEKTIWY/CHRISTIE/
LikeLike
არტურ კონან დოილი და აგატა კრისტი რომ ჩემი ფავორიტები არიან ამ ჟანრში, გასაკვირი არ იქნება :) ბოლო დროს აკუნინი, ეკო და რევერტეც (ეს უკანასკნელი უფრო ახლოს მყავს გასაცნობი “სადოლე ტყავით” და “ფლამანდური დაფით”)…
LikeLike
ოჰ, სადოლე ტყავი და ფლამანდური დაფა ჯერ არ დაგიგემოვნებია? არ იცი, რა სიამოვნება გელის..
LikeLike
ჯონ დიქსონ კარის “იმპერატორის საბურნუთე” ვარგა? “მსოფლიო დეტექტივების სეიფში იყო გამოსული”
LikeLike
კი, მახსოვს. წიგნი თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ თარგმანი არ ვარგოდა არაფრად.
LikeLike